რეზონანსი
13.07.2019

  (რეზონანსი) ხარკოვში ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილის პარტის "ახალ ძალთა მოძრაობის" ბილბორდის დემონტაჟს ახორციელებს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და აქვე იმყოფებიან "ახალ ძალთა მოძრაობის" წარმომადგენლები.

ხარკოვის ცენტრში განთავსებულ ბილბორდზე წერია: "ვინ ჩასვამს კერნესს? სააკაშვილის სპეცრაზმი" და მისი პარტიის საარჩევნო ნომერია  მითითებული.

გენადი კერნესი ხარკოვის ქალაქის თავია, რომელსაც "ახალ ძალთა მოძრაობა" კორუფციაში ადანაშაულებს.

ფაქტს უკვე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი:

"აი, როგორ აუქმებენ ისინი უკრაინის კანონებს თავიანთ ფეოდალურ სამფლობელოში", - წერს სააკაშვილი ფეისბუქის გვერდზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×