თამარ შუკვანი
13.07.2019

 „ეს უპასუხისმგებლო გამოსვლა იყო დროში და ფორმატში. ამხელა დროის გასვლის შემდეგ, გახარიას აზრად არ მოსვლია მომხდართან დაკავშირებით წუხილი გამოეხატა, ან ბოდიში მოეხადა იმათთვის, ვინც სრულიად უდანაშაულოდ აღმოჩნდა ამ დარბევის მსხვერპლი.

„ეს იყო „აზრზე მოსული" და გათავხედებული ხელისუფლების წარმოამდგენლის „განმარტება," რამაც საზოგადოებაში მგონი უფრო მეტი აღშფოთება გამოიწვია, ვიდრე მისი სიჩუმე იქნებოდა.

„რეზონანსი": შს მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 20 ივნისის ღამეს, პარლამენტში თავად ელჩებთან ერთად იყო, თუმცა ეს ინფორმაცია ელჩებმა არ დაადასტურეს. როგორ ფიქრობთ, რაში დასჭირდა მინისტრს ისეთი განცხადების გაკეთება?

ლ.მ: ამით მას უნდოდა გაემართლებინა, რომ თითქოს პარლამენტზე შტურმი უნდა განხორციელებულიყო და სადამსჯელო ოპერაციაც, რომელიც მინისტრმა მოაწყო, როგორც თვითონ იბრალებს, მისი ბრძანებით, სწორედ ამ განცხადებით გამართლებულიყო.

იქ ადამიანთა ჯგუფი რომც შევარდნილიყო, პარლამენტში სამუშაო საათები დამთავრებული იყო და საფრთხე არავის ემუქრებოდა, მაგრამ, ეს მას დასჭირდა იმისთვის, რომ თავი გაემართლებინა, თუ რატომ დაიწყო დარბევა და უიარაღო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ იარაღის გამოყენება. თითქოსდა ამით ის იცავდა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მათ სიცოცხლესა და უსაფრთხოებას.

„რ": რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან უკვე 24-ე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით. როგორ ფიქრობთ, უნდა გადადგეს თუ არა გახარია და არსებული ვითარების ფონზე, დატოვებს თუ არა თანამდებობას მინისტრი?

ლ.მ: საბოლოოდ, რა თქმა უნდა, მას თანამდებობის დატოვება მოუწევს. უბრალოდ, ხელისუფლების მხრიდან ეს არის ძალიან უსუსური მცდელობა, რომ გახარია შეინარჩუნოს. მთავრობის მხარიდან სწორედ გახარიაზე არის თავის მართლების პასუხისმგებლობაც.

მან ეტყობა ეს პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილის გამო იკისრა და ახლა ის ვალდებულია, რაც ააოხრა, თვითონვე გამოასწოროს, თორემ შესაძლოა ერთი სული აქვს გადადგეს და მოიშოროს თავიდან ეს უმძიმესი ტვირთი, რაც მას მთელი სიცოცხლე გატანჯავს და გასრესს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×