ია აბულაშვილი
13.07.2019

 აფხაზეთი, რომ საქართველოა, ამაში ეჭვი არავის ეპარება, რასაც ადასტურებს სხვადასხვა ეპოქების წერილობითი წყაროები, გარდა რუსეთის პრეზიდენტისა, რომელმაც ამ ჭეშმარიტებაში ეჭვის შეტანა საკუთარი ისტორიული წიაღ-სვლებით სცადა.

დღევანდელი სტატია, მიზნად არ ისახავს აფხაზეთისა და აფხაზების ისტორიის სრულ გადმოცემას, მხოლოდ რამდენიმე ამონარიდს შევთავაზებით მკითხველს ცნობილი ქართველი მეცნიერის, ისტორიკოს მარიამ ლორთქიფანიძის ნარკვევიდან "აფხაზები და აფახეზთი", რომელიც 1990 წელს თბილისში გამოიცა.

"აფხაზეთი მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში, ისტორიულ დასავლეთ საქართველში. ანტიკურ ხანამდე ამ ტერიტორიაზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალა დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას იძლევა, რომ აქ არსებობს საერთო კოლხური, ე.ი. ქართველური კულტურა.

"ანტიკური წყაროების მიხედვით ძვ. წ. მე-6- 1 -სს. აფხაზეთი მთლიანად მოქცეუცლია კოლხეთის სამეფოს შემადგენლობაში, აფსარიიდან დიოსკურიამდე (სოხუმი) და ცხოვრობდნენ კოლხები. ერთიანი კოლხეთის სამეფოს დაშლის შემდეგ საქართველოში რამდენიმე სამეფო შეიქმნა.

"მეორე საუკუნის მეორე ნახევარში დასავლეთ საქართველო ეგრისის (ლაზიკის) სამეფოშია გაერთიანებული. ბერძნული წერილობითი წყაროებით ლაზიკის სამეფო კოლხეთის უშუალო მემკვიდრეა. მე-6 საუკუნის ისტორიკოსი პროკოფი კესარიელი წერს "კოლხიდა, რომელსაც ახლა ლაზიკა ეწოდება".

მე-8 საუკუნის 80-იანი წლებიდან, როდესაც მოხდა აფხაზეთის და ეგრისის გაერთიანება და შეიქმნა სახელმწიფო, რომელიც მოიცავდა მთლიანად დასავლეთ საქართველოს, ცნება "აფხაზეთის" მნიშვნელობა გაფართოვდა. ამ სახელმწიფოს მეთაური გახდა ლეონ აფხაზთა მთავარი, ეს სახელმწიფო გადაჭიმული იყო ნიკოფსიიდან ჭოროხის ხეობამდე და შავი ზღვიდან ლიხის ქედამდე.

"აფხაზთა სამეფო ქართული სახელმწიფო იყო. მისი მოსახლოების უდიდეს უმრავლესობას შეადგენდნენ ქართველები, ქართები, ეგრები, სვანები, ნაწილს - აფხაზები.

"ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით აფხაზთა სამეფო რვა სამთავროსგან შედგებოდა. მე-9 მე-10 საუკუნეებში აფხაზთა სამეფო გამოეყო ეკლესიურად კონსტანტინეპოლს და მცხეთის ტახტს დაუქვემდებარა.

"აფხაზთა სამეფოში დაიწერა ქართული ჰაგეოგრაფიული და ჰიმნოგრაფიული თხზულებები. აფხაზთა მეფის კარზე ქართულად დაიწერა " მეფეთა დივანი", აფხაზების მეფეთა ისტორია. აიგო ქართული ხეროთმოძღვრული ძეგლები. ეკლესიებზე, ხიდებსა და სხვა ნეგებობებზე, როგორც წესი ქართული წარწერებია.

"აფხაზთა სამეფო აქტიურად მონაწილეობდა იმ დიდ ეროვნულ ბრძოლაში, რომლის შედეგად შეიქმნა ერთიანი ქართული ფეოდალური სახელმწიფო.

ერთიანი საქართველოს მეფეთა ტიტულებში პირველ ადგილზე იდგა "მეფე აფხაზთა", რადგან ერთიანი საქართველოს პირველი მეფე ბაგრატოვანთა სამეფო სახლის (ქართველთა მეფის") კანონიერი მემკვიდრე ბაგრატი (მეფე ბაგრატ მესამე- 975-1014) რომელიც დედის ხაზით დასავლეთ საქართველოს სამეფოს ერთადერთი კანონიერი მემკვიდრეც იყო 978 წელს, აკურთხეს "აფხაზთა მეფედ", ხოლო "ქართველთა მეფის" ტიტული, მან მეთერთმეტე საუკუნის დასაწყისში მიიღო თავისი წინაპარი "ქართველთა მეფის" გარდაცვალების შემდეგ.

"ის იწოდა "მეფე აფახთა, მეფე ქართველთა". კახეთ- ჰერეთის შემოერთების შემდეგ ბაგრატმა მიიღო "ჰერთა და კახთა მეფის" ტიტულიც და ერთიანი ქართული შუასაუკუნოვანი საქართველოს მეფეთა ტიტული ამ ეტაპზე ასე გაიმართა "მეფე აფხაზთა, ქართველთა, ჰერთა და კახთა". ქართულ წერილობით წყაროებში კი "აფხაზეთი" და "აფხაზი", როგორც წესი, ნიშნავს "საქართველოს" და "ქართველს".

აფხაზთა ქართველთაგან გათიშვას მე-18 საუკუნიდან ხელს უწყობდა მეფის რუსეთი, თუცმა, რუსეთის იმპერიის მცდელობისა, ქართული ინარჩუნებდა თავის მდგომარეობას, პირველად აფხაზური ანბანი შექმნა 1862 წელს მეცნიერმა უსლარდმა რუსული გარაფიკის საფუძველზე, მაგრამ შემდეგ 1892 წელს პედაგოგ მაჭავარიანისა და მის მოწაფის დიმიტრი გულუას მიერ შედგა ახალი აფხაზური ანბანი ქართული გრაფიკის საფუძველზე.

1938 წელს კი დიმიტრი გულუამ, ქართველი მეცნიერების აკაკი შანიძის და სიმონ ჯანაშიას დახმარებით შექმნა ახალი აფხაზური ანბანი ქართული გრაფიკის საფუძველზე. პირველი წიგნი აფხაზურ ენაზე 1912 წელს გამოიცა თბილისში, დიმიტრი გულუას ლექსების კრებული.

1811 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ატოკეფალიის გაუქმების შემდეგ, აფხაზეთის ეკლესიებში ღვთისმსახურება ქართულიდან სლავურზე გადავიდა, რაც ქვეყნის რუსიფიკაციას ისახავდა მიზნად.

რუსეთის მეფის ხელისუფლება თავის მიზნებისთვის იყენებდა აფხაზი ხალხის ისტორიაში, ისეთ ტრაგიკულ მოვლენებს, როგორიც იყო მუჯაჰირობა. მაჰმადიანი აფხაზების თურქეთში გადასახლების პროვოცირებას.

"მოწინავე ქართველი ინტელიგენცია ილია ჭავჭავაძის თაოსნობით ყოველნაირად ცდილობდა აფხაზთა თურქეთში გასახლების პროცესიის შეჩერებას და მხარში ედგა აფხაზ ხალხს ამ მძიმე პერიოდში.

"დემოკრატიული საქართველოს მთავრობამ 1920 წელს მოჯაჰიდთა საკითხი განსახილველად ანტანტის საბჭოს სხდომაზე შეიტანა.

"1810 წელს აფხაზთა მთავარმა გიორგი (საფარ ბეგ) შერვაშიძემ რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღო, ხოლოდ 1864 წელს აქ რუსეთის მმართველობა დამყარდა. მეფის ხელისუფლება ცდილოდა საერთოდ ამოეძირკვა ხმარებიდან სახელწოდება "საქართველო". ასევე სახელწოდება "აფაზეთი".

"აფხაზეთის სამთავროს სოხუმის სამხედრო განყოფილება უწოდა, 1883 წლიდან სოხუმის ოკრუგი, რომელიც ქუთაისის გენერალ-გუბერნატორს დაუქვემდებარა.

მიუხედავად მეფის რუსეთის პოლიტიკისა, 1918 წელს, როდესაც საქართველოს დემოკრატიული რესპულიკა დაარსდა. აფხაზეთი საქართველოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. მაშინ აღსდგა სახელწოდება "აფხაზეთი", რომელიც ავტონომიის უფლებით შევიდა მასში და ეს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამაც სცნო 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×