ია აბულაშვილი
13.07.2019

 "საზოგადოებაშიც და პოლიტიურ ბაზარზეც არის მოთხოვნა, რომ შეიქმნას ახალი ძალა. თუ მამუკა ხაზარაძე სწორ ნაბიჯებს გადაგამს პოლიტიკაში, მას ექნება შანსი სერიოზული კონკურენცია გაუწიოს მოქმედ პარტიებს" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მამუკა ხაზარაძის შემოსვლას პოლიტიკაში.

ცნობისთვის, "თიბისი ბანკის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში მიდის. მისი თქმით, ამისკენ მას ქვეყანაში განვითარებულმა ბოლო მოვლენებმა უბიძგეს და ამიტომ, თანამოაზრეებთან ერთად ახალ მოძრაობას ქმნის.

ექსპერტთა ვარაუდით, თანამაზრეებში სავარაუდოდ ყოფილი პრემირე- მინისტრი გიორგი კვირიკაშვლი მოიაზრება.

"როგორც პოლიტიკურ წრეებში, ისე საზოგადოებაში ყველას ერთი შეხედულება ვერ ექნება მამუკა ხაზარაძის განაცხადთან დაკავშირებით, რომ იგი პოლიტიკაში აპირებს მოსვლას.

"თეთრ ცხენზე ამხედრებული მხედარი, რომელიც არანაირ კავშირში არ იქნებოდა ბანკებთან, ან პოლიტიკასთან, ბუნებრივია ვერ გამოჩნდება და ამის მოლოდინი არ უნდა იყოს.

"რაც შეეხება ახალი ძალის გამოჩენას ქართულ პოლიტიკაში, მნიშვნელოვანია და ამის მოთხოვნა არის საზოგადოებაშიც და პოლიტიკურ წრეებშიც, რადგან წლებია პოლიტიკურ ველზე მხოლოდ სააკაშვილის და ივანიშვილის მონოპოლიაა და არფერი არ იცვლება - ხალხი დაიღალა ერთი და იგივე პოლიტიკოსების ყურებით.

"აუცილებელი არ არის რომ ეს იყოს მესამე ძალა, შეიძლება შემდეგ პირველი ან მეორე ძალაც გახდეს.

"ხაზარაძე თუ სწორ ნაბიჯებს გადაგამს, ექნება შანსი სერიოზული კონკურენცია გაუწიოს მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს. ან თუ შექმნის მართლაც ახალ გუნდს, თანმოაზრეების, რომლებიც არ იყვნენ პოლიტიკაში, იქნებიან აკადემიური წრეებიდან, პროფესიონალები, ასეთი კი უამრავი ადამიანია საქართველოში.

"მაგრამ, თუ ის ძველი ცნობადი სახეებით, საზოგადო მოღვაწეებით, მომღერლებით და მსახობებით დაკომპლექტებს თავის მოძრაობას, წინ ვერ წავა, რადგან ხალხს ყელში აქვს ამოსული.

"მისი ძირითად გზავნილი უნდა იყოს - ახალი ხალხი და ახალი იდეები. მას ელის ხალხი და ამ შემთხვევაში აქვს შანსი მოიზიდოს ელექტორატი.

"ვნახოთ რა ნაიჯებს გადაგამს მამუკა ხაზარაძე, მისი მოძრაობა გახდება თუ არა არა შემდეგ პარტია, თავად გაიაზროს რა ტიპის გუნდს ქმნის და ა.შ. ერთი-ორი არასწორი ნაბიჯიც და შეიძლება გაქრეს პოლიტიკური ველიდან.

"რა თქმა უნდა, ამ გზაზე ბევრი წინააღმდეგობაც შეხვდბა დაიწყება მისი და მისი თანამოაზრების დისკრედიტაცია, ხელისუფლების თუ სხვა ჯგუთების მხრიდან, მაგრამ რადგან თავად გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა, იმედია მოფიქრებული ექნება თუ როგორ გაუწიოს წინააღმდეგობა ამგვარ მოვლენებს"- განაცხადა " რეზონანსთან" კორნელი კაკაჩიამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×