(რეზონანსი) ჰასკი, რომელსაც ჭოპორტში ყბის ძვლები ცემით დაუმტვრიეს, მამა სებასტიანემ შეიფარა - ამის შესახებ ინფორმაციას თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი ავრცელებს.
ძაღლის მდგომარეობა თავშესაფარში შეყვანამდე მძიმე იყო. მას ყვა ჰქონდა მოტეხილი და დამოუკიდებლად საჭმელს ვერ ჭამდა.
„ჭოპორტში ნაწამები ჰასკის ამბავი მამა სებასტიანეს ყურამდეც მივიდა. დღეს ჩამობრძანდა თავშესაფარში, მოინახულა ძაღლი და ბოთლით ბულიონი ჩამოუტანა. მოგეხსენებათ, რომ ყბა აქვს მოტეხილი და დამოუკიდებლად საკვებს ვერ ჭამს. ხაშურში, სოფელი წრომის დედაღვთის მონასტერში მსახურობს მამა სებასტიანე. რამდენიმე ტრავმირებული ძაღლი მყავს მიკედლებული და ნამკურნალები, თუ გამატანთ ამასაც მივხედავო. გავატანეთ.
ლეკვების ვოლიერიდან ერთი ლეკვი განსაკუთრებით აქტიურობდა, თითქოს მამაოს ყურადღების მიქცევას ცდილობდა. შეუმჩნეველი არ დარჩა ლეკვის აქტიურობა, აიყვანა ხელში და გულში ჩაიხუტა. საოცარი სითბო და სიმშვიდე იგრძნობოდა თავშესაფარში მამა სებასტიანესაგან. წასვლისას დალოცა თავშესაფარი, წაიყვანა ლეკვი და ძაღლი", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექისის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც გულის ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკი მოპყრობას, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია.