რეზონანსი
13.07.2019

 (რეზონანსი) პარლამენტთან შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით დაწყებულ შიმშილობას ადვოკატი ბექა ბასილაია და ვახტანგ სიხარულიძე ამ ეტაპზე წყვეტენ. ამის შესახებ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, ის და სიხარულიძეც საავადმყოფოში გადაჰყავთ.

"ამ ეტაპზე ვწყვეტთ შიმშილობას, გადავალთ სამედიცინო დაწესებულებაში. ჩვენ გიორგი გახარიას გადავაყენებთ!"- განაცხადა ბასილაიამ.

ბექა ბასილაიას და ვახტანგ სიხარულიძე მე-19 დღეა შიმშილობენ მოთხოვნით თანამდებობა დატოვის შს მინისტრმა გიორგი გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×