რეზონანსი
13.07.2019

 (რეზონანსი) მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში თბილისში დაფიქსირებული ვიდეოჯარიმებიდან 44.7%-ის შემთხვევაში მძღოლებმა ფასდაკლებით ისარგებლეს.

საუბარია 20%-იან ფასდაკლებაზე, რომლითაც მოქალაქე იმ შემთხვევაში ისარგებლებს, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ შესაბამისი სმს-შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარულ დღეში გადაიხდის ჯარიმას.

რაც შეეხება 1-ლი კვარტლის სტატისტიკას, შს სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში დედაქალაქში ჯამში, 280 475 ვიდეოჯარიმა დაიფიქსირდა. აქედან, 125 395 შემთხვევაში მოქალაქეებმა 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლეს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1 ნოემბრიდან ძალაში შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი. „ჭკვიანი კამერები" დამრღვევ მძღოლებს აჯარიმებენ მათ შორის: შუქნიშნის წითელ ფერზე გავლის, ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთის, სიჩქარის გადაჭარბებისა და სხვა მიზეზების გამო.

BPN

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×