რეზონანსი
14.07.2019

მე-20 მიკრორაიონში 3 წლის ბავშვი პირველი სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა მცირეწლოვანი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც კლინიკაში “ინფო რუსთავს” განუცხადეს, მოზარდის მდგომარეობა სიცoცხლესთან შეუსაბამო არ არის.

“3 წლის ბიჭუნა შემოყვანილია სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის მიერ. გასინჯვით ამ ეტაპზე ბავშვი კონტაქტურია, რეფლექსები შენახულია, თუმცა აღენიშნება ზედაპირული დაზიანება სახის მიდამოში. მიმდინარეობს კვლევები. სანამ კვლევები არ დასრულდება, დაზუსტებულ პასუხს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვერ გეტყვით”, - აცხადებს რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×