"ძალიან ბევრი ძალა გამოჩნდება, როცა დემოკრატიას თავისი კანონის განხორციელება უჭირს, მაგრამ რევოლუციებს შედეგი არასდროს არ მოაქვს. ყოველთვის ასე ხდება, როცა საზოგადოება არ ირჩევს სწორ გზას, რომელიც დემოკრატიისკენ მიდის".
აცხადებს კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი.
"რეზონანსი": 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები არ ცხრება, თქვენ როგორ შეაფასებდით ბოლო მოვლენებს, რომელიც დედაქალის მთავარ პროსპექტზე მიმდინარეობს?
მერაბ კოკოჩაშვილი: როდესაც დემოკრატიას უჭირს თავისი კანონების განხორციელება, ძალიან ბევრი ძალა ჩნდება, მაგრამ რევოლუციებს არასდროს შედეგი არ მoაქვთ. ყოველთვის ასე ხდება, როცა საზოგადოება არ ირჩევს სწორ გზას, რომელიც დემოკრატიისკენ არ მიდის.
თუნდაც ის უმეცრება, რაც ტელვიზიიდან მოვისმინეთ. საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი მორალითა და ზნეობით, რაზედაც მოგვიწოდებს ჩვენი რელიგია, რაც ჩადებულია ჩვენს კულტურაში.
ამგვარი ქმედებები კი აზიანებს ჩვენს სახელს მთელს მსოფლიოში. ჩემი აზრით, მიღებული უნდა იყოს კანონი, რომელიც კრძალავას საჯარო გამოსვლებში ასეთი უცენზურო სიტყვების ხმარებას. ასეთი ქმედებები კანონით უნდა ისჯებოდეს.
"რეზონანსი": როგორც "თიბისი ბანკის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, სწორედ ამ მოვლენებმა უბიძგეს პოლიტიკაში წასვლა და ახალი მოძრაობის შექმნა, რომელიც ქვეყანას გააერთიანებს და დემოკრატიულ გზაზე გაიყვანს. თქვენი აზრით, რა პერსპექტივა აქვს მამუკა ხაზარაძეს პოლიტიკაში?
მ.კ: ძალიან გამიჭირდება რაიმეს თქმა, რადგან მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ პროცესს არ ვიცნობ, და თანაც მას პოლიტიკაში საქმე არ ჰქონია.
იგი არის წარმატებული ბიზნესმენი და ძალიან ბევრი სასახელო საქმე აქვს გაკეთებული მის ბანკს ქართული კულტურისთვის, ქართული კონმატოგრაფიისთვის. ამ სფროში მოღვაწე ადამიანებისთვის.
კარგ საქმეს აკეთებს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს შეიძლება პოლიტიკასთან იყოს თუ არა დაკავშირებული, არ ვიცი.