რეზონანსი
14.07.2019

 (რეზონანსი) რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებული აქვს და ყოველდღე ახდენს აგრესიას - ამის შესახებ აშშ-ს ყოფილმა ელჩმა უკრაინაში და ატლანტიკური საბჭოს ხელმძღვანელმა ჯონ ჰერბსტმა განაცხადა.

ჰერბსტმა ვრცელი ინტერვიუ მისცა "Настоящее Время" -ს სადაც აღნიშნა, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გინება უკულტურობა იყო.

"უკულტურობაა ადამიანმა ტელევიზიიდან ასეთი უშვერი სიტყვები უძახოს ნებისმიერ სხვა ადამიანს. თუმცა მინდა ავღნიშნო რომ ეს ყველაფერი მთავარი არაა, სინამდვილეში რუსეთს საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებული აქვს, ეს ქვეყანა ყოველდღე აწყობს აგრესიის აქტს საქართველოს წინააღმდეგ. " - განაცხადა ჯონ ჰერბსტმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×