რეზონანსი
14.07.2019

 (რეზონანსი) აზერბაიჯანში შეკინელი ხანების რეზიდენციის ტერიტორიაზე 500 წლოვანი ხის ტოტის მოტეხვის შედეგად, 19 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ტურისტები.

აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ყველა დაშავებულმა საავადმყოფოებს მიმართა, რომელთაგან ორი სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსდა და მათი მკურნალობა მიმდინარეობს.

სპეციალურად დაშავებულებისთვის ბაქოდან კვალიფიციური მედპერსონალის გამოძახება გახდა საჭირო. დაშავებულებს შორის უცხოელებიც არიან.

აზერბაიჯანში მომხდარი ინციდენტი პირად კონტროლზე აიყვანა ქვეყნის პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×