რეზონანსი
14.07.2019

 (რეზონანსი) ახალციხის რაიონულ სასამართლოში მ.ქ.-ს განაჩენი გამოუტანეს. მოსამართლე გია ბერაიას გადაწყვეტილებით, ბრალდებულს ოთხწლიანი პატიმრობა მიესაჯა. იგი ადიგენის სოფელ კახარეთის მკვიდრია. ბრალდების მხარის მტკიცებით, მ.ქ. მეზობელს სახელში მჟავა შეასხა. შემთხვევა 2018 წლის ოქტომბერში მოხდა. დაზარალებულს სახე აქვს დანწვარი, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებs.

მის ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე იცავდა.

პატიმარი ბრალს რა თქმა უნდა არ აღიარებს იმიტომ, რომ დანაშაული მას არ ჩაუდენია. ვაპირებთ განაჩენის სააპელაციოში გასაჩივრებას. სასამართლოს მტკიცებულებად ერთადერთი დაზარალებულის ჩვენება აქვს, მხოლოდ ამას დაეყრდნო მოსამართლე. ბრალდებულის ჩვენებას ფაქტობრივად აბათილებენ. ჩვენ ვიტყოდით, რომ არასწორი სასამართლო გვაქვს, - გვითხრა ადვოკატმა.

საქმეზე გამოძიება სსკ-ს 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

წყარო: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×