რეზონანსი
14.07.2019

(რეზონანსი) ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს: 

„სასწრაფოდ!!! ვითარება გარეჯში დაიძაბა!!

მას მერე, რაც რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს კელიებიდან ამოიტანეს ხატები და გადმოსცეს ჩვენ მესაზღვრეებს, გზავნილით რომ უდაბნოს კელიები აღარაა საქართველოს საკუთრება და აწი ჩვენ ქართველებს აღარაფერი გვესაქმება იქ, რეაგირება ხელისუფლების მხრიდან იყო ნულოვანი. 

დღეს, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გაყარეს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები კელიების მიმდებარე ტერიტორიიდან. 

მათი გზავნილით - აწი ჩვენ მივხედავთ! რაც ეხლა ხდება გარეჯში ჩვენი ხელისუფლების ბრალია!!! არანაირი კომუნიკაცია ხალხთან!!! ვხედავთ მხოლოდ დათმობის პოლიტიკას! არც ეხლა მიხედავთ ამ პრობლემას? მე წავედი გარეჯში. ყველამ თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ, როგორ მოიქცევით! ძალა ერთობაშია!ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!“ -  ქაცარავა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×