რეზონანსი
14.07.2019

 (რეზონანსი) ახალციხე-ვალეს დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. 

„შევროლეს მარკის ავტომობილის, რომელიც რუსეთის ფედერაციის სანომრე ნიშნებით მოძრაობდა, სომხეთის მოქალაქე მართავდა. სატვირთო ავტომობილის მძღოლი კი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა.

შემთხვევის შედეგად „შევროლეს ორი მგზავრი დაშავდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ერთი მათგანი კლინიკა „იმედში შეიყვანა. იგი 30 წლამდე ასაკის, სომხეთის მოქალაქეა და სავარაუდოდ, მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა აქვს. 

„რენტგენს უღებენ და ექოსკოპიას აკეთებენ. კვლევები ტარდება და ზუსტ მდგომარეობას ჯერჯერობით ვერ გეტყვით, - გვითხრა კლინიკის წარმომადგენელმა მზია კაკოშვილმა.

მეორე დაშავებული რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მას სხეულის მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება. 

„მდგომარეობა სტაბილურია, მიმდინარეობს კვლევები და რა გამოვლინდება იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. თავის არეში და კიდურებზე არის ტრავმა, - განგვიცადა კლინიკის მენეჯერმა ხათუნა კეკელაშვილმა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

წყარო: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×