რეზონანსი
15.07.2019

მეუფე სპირიდონმა საკურთარი აზრი გამოთქვა რუსეთზე, თურქეთზე, ნატოსა და ევროკავშირზე: 

"დედაღვთისმშობლის არის საქართველო და შენ ამ ჯოჯოხეთში არ გაგიშვებს, ამაშია საქმე. ის ნატო და ევროკავშირი არის ქვეყნების ალიანსი, რომლებიც ამ გათახსირებას აკანონებენ. იძახიან ოკუპანტი რუსეთიო. ფარისევლობაა, თურქეთი ორჯერ მეტი ოკუპანტი არ არის? ორჯერ მეტი ტერიტორია აქვს წაღებული. თუკი ტერიტორიაზეა საუბარი, თუ ოკუპანტს ვეძახით მას, ვინც ტერიტორიები წაგვართვა, ორჯერ მეტი აქვს წაღებული, რატომ იმას არ ეძახი? ე.ი. შენ არ გაინტერესებს ეს. შენი მიზანი სხვა არის. 

იგივე არის, აგერ ყველაზე ძვირფასს გედავებიან დავით გარეჯს. შემოდიან და უნდათ რომ ეს წაიღოს აზერბაიჯანმა. თუ შენ იძახი რომ ოკუპანტი, ოკუპანტიო, აგერ გართმევს, ის არ არის ოკუპანტი?! გვეყოფა ეს ფარისევლობა ძმებო და დებო. ჩვენ უნდა მოვიდეთ დედა ეკლესიაში", – განაცხადა მეუფე სპირიდონმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×