(რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით-გარეჯის მონაკვეთზე ადგილობრივებსა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტს, თუმცა ვითარება დროულად განიმუხტა და ახლა ადგილზე სრული სიმშვიდეა.
როგორც შსს-ში განაცხადეს, დაწყებულია ფაქტის შესწავლა.
„მოვუწოდებთ საზოგადოებას, სამოქალაქო ჯგუფებს, მივცეთ საზღვრის დელიმიტაციის კომისიებს მშვიდ ვითარებაში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა, რათა დროულად შევძლოთ შეთანხმების მიღწევა", - განაცხადეს შსს-ში.
გატანილია თუ არა უდაბნოს მონასტრიდან ხატები, ამ ინფორმაციაზე კომენტარს არც შინაგან საქმეთა და არც საგარეო საქმეთა სამინისტროები არ აკეთებენ.
შეგახსენებთ, ადგილობრივი გიდის ინფორმაციით, უდაბნოს ტაძრიდან აზერბაიჯანელმა მესაზღვრებმა ხატები გამოიტანეს და ქართველ მესაზღვრეებს გადასცეს. გიდის, ზვიად ანანიძის ინფორმაციითვე, ამის გამო ადგილობრივ მოსახლეობასა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის გუშინ ადილზე ვითარება დაიძაბა.