თამთა ჩაჩანიძე
15.07.2019

 „პატრიოტთა ალიანსის" წევრები მოსკოვში იმყოფებიან. „რეზონანსი" "ალიანსის" პოლიტიკურ მდივანს გოჩა თევდორაძეს დაუკავშირდა, რომელიც ასევე მოსკოვში იმყოფება, მისი განცხადებით, ალიანსის წევრებს დაგეგმილი აქვთ შეხვედრები რუსეთის დუმის დეპუტატებთან.

„უკვე მოსკოვში ვართ და ერთ საათში გვეწყება შეხვედრა კალაშნიკოვის ხელმძღვანელობით რუსეთის დუმის დეპუტატთა ჯგუფთან, ასევე, შემდეგი შეხვედრა გვაქვს საღამოს ოთხ საათზე რუსეთის ფედერაციის საბჭოში კოსაჩოვთან, მის მოადგილესთან და რამდენიმე დეპუტატთან."- აცხადებს იგი

თევდორაძის თქმით, რუს დეპუტატებთან შეხვედრაზე საუბარი იქნება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე და არსებულ დაძაბულ სიტუაციაზე.

„საუბარი გვექნება რუსეთ საქართველოს ურთიერთობაზე, ასევე გვექნება საუბარი იმ დაძაბულ სიტუაციაზე, რომელიც არსებობს და ასე შემდეგ...რის საშუალებასაც მოგვცემს თავად დიალოგი." - ამბობს თევდორაძე.

რუსეთმა საქართველოდან პირდაპირი ფრენები გავრილოვის საქართველოში ვიზიტის შემდეგ გააუქმა. გოჩა თევდორაძე პირდაპირი რეისის გაუქმების გამო, არაპირდაპირი რეისით ერევნის გავლით ჩაფრინდა.

„მე ერევნიდან ჩავფრინდი და სხვები არ ვიცი..." აცხადებს თევდორაძე „რეზონანსთან".

გაცნობებთ, რომ რამდენიმე დღის წინ „პატრიოტთა ალიანსის" მოსკოვში გამგზავრების შესახებ, პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა საკუთარ ფეისბუქზე დაპოსტა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×