"პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც თავად არის ეჭვმიტანილი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, გასაკვირი არ იქნება ისიც მოითხოვოს, რომ ნიკანორ მელია იყოს დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე."
აცხადებს უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკური ვითარებაზე ესაუბრა.
"რეზონანსი": "ნაციონალური მოძრაობა" 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს. როგორც პარტიაში აცხადებენ, აუცილებელია საქმის საპარლამენტო ფორმატში შესწავლა. მათი თქმით, ამ ხელისუფლების პირობებეში ეს დანაშაული არ იქნება გამოძიებული, ამიტომ უახლოეს რიგგარეშე სხდომაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს დააყენებენ. დაუჭერს თუ არა უმრავლესობა მხარს ოპოზიციის ამ მოთხოვნას?
აკაკი ზოიძე: გამოძიება მიმდინარეობს და არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს ამ მოვლენებს. ასევე იმ პოლიტიკოსების ქმედებებს, რომლებიც პარლამენტზე შეტევას აპირებდნენ.
გამოძიება უნდა დასრულდეს ძალიან სწრაფად, და თუ ეს არ მოხდება, მე თავად მოვითხოვ, რომ შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია.
პოლიტიკური ძალის მიერ მოთხოვნა, რომელიც თავად არის ეჭვმიტანილი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, მოთხოვნები მიუღებელია. შეიძლება ამ პოლიტიკურმა ძალამ ისიც მოითხოვოს, რომ საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თავად ნიკანორ მელია იყოს.
"რ": ოპოზიციური პოლიტიკური ძალები მიიჩნევენ, რომ სასამართლო სისტემაში შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამოსავალი იქნება, თუ მეცხრე მოწვევის პარლამენტი უზენაეს სასამართლოში რამდენიმე ადამიანს განამწესებს, მაგრამ, ვაკანსიების უმრავლესობის საკითხს მომავალ პარლამენტს დაუტოვებს გადასწყვეტად. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
ა.ზ: საკანონმდებლო ორგანოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების მხარდაჭერა მოხდება, მათი პროფესიონალიზმის, კეთილსინდისიერების, კვალიფიკაციის და რეპუტაციის მიხედვით.
თითოეული კანდიდატი ვისაც ჩვენ მხარს დავუჭერთ, იქნება ეს 5 თუ 10 ამ პრინციპით შეირჩევა და დაინიშნება. ეს არის მთავარი და არა რაოდენობა. კარგია, თუ კანდიდატები ამ კრიტერიუმებს დააკამყოფილებენ, მაგრამ არა მგონია, რომ 20 იდეალური კანდიდატი მოვძებნოთ და სავსებით მისაღებია, თუ პროპორიცული სისტემით არჩეული პარლამენტი განიხილავს ამ საკითხს.
ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა, მაგრამ ეს პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს. პროპორიციული არჩევნების ერთ-ერთი ამოცანა სწორედ ეს გახლავთ, რომ კიდევ უფრო მაღალი პოლიტიკური ნდობის პარლამენტი მივიღოთ, სადაც თითოეულ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, მისი ინტერესების გამომხატველი ადამიანი მოხვდეს პარლამენტში.
"რ": პროპორიცულ საარჩენვო სისტემაზე გადასვლის პროცესის ჩაშლაზე საუბრობს ოპოზიცია, კერძოდ, "ნაციონალური მოძრაობა", რომ მაჟორიტარები აპროტესტებენ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და ხელისუფლება შეეცდება გამოიყენოს შიდა დემარში. მათი თქმით, ისინი მხარს უჭერენ ამ პროცესს, იქნება ეს ნულოვანი ბარიერით, თუ განსხვავებული, იქნება ეს ბლოკებით დაშვებული თუ მის გარეშე, მაგრამ არ მისცემენ ხელისუფლებას იმის უფლებას, რომ მაჟორიტერების ბუნტი გაითამაშონ და პროცესი ჩაშალონ. თქვენ როგორ ხედავთ პროპორიციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პერსპექტივას?
ა.ზ: პროპორციულ საარჩევნო სისტმაზე გადასვლის ინიციატორები ვართ ჩვენ და სხვათაშორის ეს საკითხი ოპოზიციას ადრეც ჩვენ შევთავაზეთ, მაგრამ მაშინ მხარი არ დაგვიჭირეს. პირადად მე მომხე ვიყავი, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორიცული სისტემით ჩატარებულიყო.
უმრავლესობის შიგნით გვქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით განხილვები, მაშინ მოვისმინეთ მაჟორიტარების არგმუნეტები, რატომ არ უჭერდნენ მხარს ამ სისტემაზე გადასვლას და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2024 წელს გადავიდოდით პროპორიცულ სისტემაზე.
მაგრამ, ახლა, როდესაც ეს საკითხი დადგა დღის წესრიგში და ჩვენ ვართ ინიციატორები, მაჟორიტარები მიიჩნევენ, რომ ამ შემთხვევაში არჩევანი არის სწორი, რომ აქტიურმა პოლიტიკურმა ძალებმა გაინაწილონ ქვეყნის მართვა. ამიტომ, ჩვენი მხრიდან პროცესი იქნება გამჭვირვალე და არანაირად არ ჩაიშლება. თუმცა საზოგადოება კარგად ხედავს და მომავალში ალაბთ უკეთ დაინახავს, რომელ პოლიტიკურ ძალას მოსწონს არ მოსწონეს ეს სისტემა, ვინ რა საბაბით ცდილობს შეაკავოს ან ჩაშალოს პროცესი.