რეზონანსი
15.07.2019

 (რეზონანსი) ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიმართ საჯარო შეურაცხყოფის გამო „პატრიოტთა ალიანსის„ დეპუტატ ალექსანდრე სიმონიშვილს პარტია დაატოვებინეს.

„ვინაიდან ბატონ ალექსანდრეს ვესაუბრეთ და მან კარგად იცის ჩვენი პოზიციის შესახებ, შემიძლია უკვე საჯაროდ დავწერო პარტიის გადაწყვეტილების თაობაზე. ასეთ ვითარებაში, როგორც წესი, საჭიროა ბოდიშის მოხდა. როცა საქმე ეხება პირად შეურაცხყოფას. ვინაიდან ბატონ ალექსანდრეს შექმნილ ვითარებაზე მისი სუბიექტური წარმოდგენა აქვს და ეს წარმოდგენა ეწინააღმდეგება პარტიის პოზიციას და ჩემი, როგორც ქალი პოლიტიკოსის პოზიციას, მივიღეთ გადაწყვეტილება,- ბატონმა ალექსანდრემ დატოვოს პარტია და თავისუფალი მოქალაქის რანგში გააგრძელოს კომენტირება. პარასკევს შეიკრიბება პარტიის პოლიტსაბჭო და ამ გადაწყვეტილებას ოფიციალური ფორმა მიეცემა. გმადლობთ"-ამბობს ირმა ინაშვილი

ხაშურის საკრებულოს დეპუტატმა, „პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადება სოციალურ ქსელში დაწერა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×