რეზონანსი
15.07.2019

 (რეზონანსი) ტელეკომპანია "რუსთავის 2 "- ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით ხელისუფლებას ბოლო იმედად "რუსთავი 2" ძალით წაღება დარჩა.

"IRI-ის კვლევებით, ჯერ კიდევ 15 ივნისს, რუსთაველზე სისხლიანი კალოს დატრიალებამდე, ქართულ ოცნებას და ივანიშვილს სახე ჰქონდა ახეული. ახლა რა მდგომარეობაში არიან, ალბათ წარმოგიდგენიათ.

ხოდა, დარჩათ ბოლო იმედი - რ2ის ძალით წაღება. არ გამოვა. იფიქრეთ ხელისუფლების გადაბარებაზე დემოკრატიული გზით. ესაა სინამდვილეში ბოლო იმედიც და შანსიც", - წერს გვარამია ფეისბუქზე.

გავლენიანმა ორგანიზაციამ IRI კვლევის შედეგები გაასაჯაროვა. ამერიკის რესპულიკური ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, თბილისის მერს, კახა კალაძეს დედებითად გამოკითხულთა 59% აფასებს, მამუკა ბახტაძეს 38%, სალომე ზურაბიშვილს 26%, ხოლო ბიძინა ივანიშილს 25%.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×