რეზონანსი
15.07.2019

 (რეზონანსი) გიორგი გახარია არ უნდა გადადგეს - ამის შესახებ განცხადებას თავდაცვის ყოფილმა მინისტრი კახა თარგამაძე აკეთბს.

"გახარია არ უნდა გადადგეს. არ ვიცნობ და აბსოლუტური გულწრფელობით ვამბობ ამას, გახარია არ არის ის ბარტყი, რომელიც ნაციონალებს უნდა გადაუგდო. ახლა რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გადადგეს, მერე იცით, რას იტყვიან? ცოტა ჩაიჩოჩეთ, ჩვენ უნდა დავსხდეთ ახლა მაგ სკამზეო.

ესენი არიან ფაშისტები, რომლებსაც ქვეყანა ფეხებზე ჰკიდიათ. აბა ერთი გაბედე და შეიჭერი რომელიმე დემოკრატიული ქვეყნის პარლამენტში, ნახეთ, რას იზამენ. გამოყენებულ ძალას ყოველთვის მოსდევს მსხვერპლიც და უსიამოვნებაც. 20 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენები იყო სახელმწიფო გადატრიალების პირდაპირი მცდელობა", - აცხადებს თარგამაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×