რეზონანსი
15.07.2019

 (რეზონანსი) „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" (IRI) საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს.

როგორც „საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში" საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, ორგანიზაციას დღეს არანაირი კვლევის შედეგები არ გაუვრცელებია.

„საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს" დღეს არანაირი კვლევის შედეგი არ გაუვრცელებია",- აცხადებენ ორგანიზაციაში და აღნიშნავენ, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნება უახლოეს დღეებში იგეგმება, ამ ეტაპზე კი, კვლევის შედეგებს პოლიტიკურ პარტიებს აცნობენ.

ამასთან, „საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში" ვარაუდობენ, რომ რამდენიმე მედიაში კვლევის შედეგები სწორედ პოლიტიკური პარტიებისგან გახდა ცნობილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×