რეზონანსი
16.07.2019

 დაბა ასპინძაში ყოფილი ფეხბურთელი მოკლეს. 53 წლის ბ.მ.-ს საკუთარ სახლში მეგობარმა ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა 15 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ დამნაშავე პოლიციას თავად ჩაბარდა. 

"ერთად იყვნენ სულ, მშენებლობებზეც ერთად მუშაობდნენ. ხშირად სვამდნენ. გავიგეთ, რომ როცა მოკლა, პოლიციაში ავიდა და ყველაფერი აღიარა" - განუცხადეს მეზობლებმა "მეცხე არხს".

შსს-ს პრესსამსახურში ამბობენ, რომ ბრალდებული კაცი დაკავებულია, დეტალებს კი მოგვიანებით გაავრცელებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×