რეზონანსი
16.07.2019

 

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონის საბავშვო ბაღის შენობაში 60 წლამდე მამაკაცი იპოვეს, რომელსაც არსებული ინფორმაციით, სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნება.

მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

„ადგილობრივმა იპოვა ბაღის შენობაში მამაკაცი, რომელიც იატაკზე ეგდო. როგორც ამბობენ, თავი ჰქონდა შესიებული და ყურებიდან სისხლი სდიოდა, მოტეხილობაც აქვსო. დეტალები არ ვიცი. ის ახლა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული და ოპერაცია უტარდება," - განსცხადა ცოტნე დადიანმა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×