რეზონანსი
16.07.2019

 (რეზონანსი) საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადელიმიტაციო კომისია მუშაობას უახლოეს კვირებში განაახლებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა ყველას მოუწოდა, კომისიას და შესაბამის უწყებებს მუშაობის საშუალება მისცენ.

„კომისია უახლოეს კვირებში განაახლებს მუშაობას და ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს ანგარიში კომისიის შეხვედრის, მაგრამ აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ შესაბამისი უწყებები ყოველდღიურ რეჟიმში არიან კონტაქტზე თავის კოლეგებთან აზერბაიჯანში. 2 დღის წინ იყო სამწუხარო ინცინდენტი, რომელიც ამოწურულია. ეს არის ფაქიზი საკითხი, ძალიან მგრძნობიარე თითოეული ჩვენგანისთვის და ყველას მინდა ვთხოვო, მისცენ კომისიას და შესაბამის უწყებებს საშუალება გააგრძელონ ფუნქციონირება ნორმალურ რეჟიმში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×