რეზონანსი
16.07.2019

 (რეზონანსი) "სუხიშვილების" ყოფილმა მოცეკვავემ, თეა დარჩიამ, საკუთარ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც იგი მოსწავლეებთან ერთად თვალზე ხელაფარებული ასრულებს ცეკვას. ეს ჟესტი სიმბოლური მას შემდეგ გახდა, რაც 20-21 ივნისის ღამეს, აქციის დაშლისას, რამდენიმე ადამიანმა თვალი დაკარგა.

ქორეოგრაფის მიერ გავრცელებულ ვიდეოს სოციალურ ქსელში არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. თეა დარჩიას ქმედება საზოგადოების ნაწილმა მწვავედ გააკრიტიკა, მათი აზრით, მან ბავშვთა უფლებები დაარღვია და ბავშვთა უფლებების დამცველებისგან შესაბამის რეაგირებას ითხოვენ.

ქორეოგრაფს ასევე შეახსენეს 26 მაისის და 7 ნოემბრის აქციების დარბევა, ვინაიდან, როგორც სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილი წერს, მაშინ თეა დარჩიას მსგავსი პროტესტი არსად უნახავთ.

სოციალურ ქსელში გამოთქმულ კრიტიკას თეა დარჩიამ "ფეისბუქის" პირად გვერდზე უპასუხა:

"მე არც "ნაცი" ვარ და არც "ქოცი". მე ქართველი ვარ, რომელიც ცეკვით გამოხატავს პროტესტს ნებისმიარი ძალადობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ!!!", - წერს თეა დარჩია სოციალურ ქსელში.

თეა დარჩის ქმედება ჟურნალისტმა ანი კიკნაძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე ასე შეაფასა:

"როგორ ვახერხებთ ყველაფრის მარაზმის ქვემოთ დაყვანას? ეს რა მახინჯი პოპულიზმია? ამ ბავშვებს არ ესმით რას აკეთებინებენ და არ შეიძლება!!!", - წერს ანი კიკნაძე"ფეისბუქზე"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×