სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კუპრაძე მშენებლობაზე არასრულწლოვანის დაღუპვის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"16 წლის ბიჭს ძმა დაეღუპა, მამამ დარდს ვერ გაუძლო და შვილის საფლავზე თავი ჩამოიხრჩო. ერთადერთი დედა დარჩა. მის სარჩენად თბილისში, მშენებლობაზე სამუშაოდ ჩამოვიდა და პირველი ხელფასის აღებამდე ლიფტის შახტაში მოკვდა. უპასუხისმგებლო ადამიანების გამო, უპატრონობის გამო - მშენებლობას რომ არავინ ამოწმებს, დაუსჯელობის გამო, წინა კვირას რომ ორი კაცი მოკვდა და ისინიც ყველას ეკიდა, როგორც ამას დაიკიდებენ, მაგის გამო.
მეთერთმეტე კლასელი ბავშვი მოკვდა მშენებლობაზე, იქ, სადაც ბანერი ჰქონდათ გაკრული - ბავშვები მოარიდეთ ტერიტორიას, საშიშიაო - იქ მოკვდა!
მეთერთმეტეკლასელი ბიჭი, მისი ტოლები ზაფხულის არდადეგების გასატარებლად რომ წავიდნენ, ეს მშენებლობაზე მოკვდა.
ნეტავ ოდესმე თუ გვექნება სახელმწიფო? ეს გაუგებრობა და არქიფო სეთურის გათანამდროვებული კომპაქტური ჩასახლება კი არა, სახელმწიფო, სადაც ბავშვის მძიმე შრომა და დაღუპვა ქვეყნის ტრაგედია იქნება?" - წერს კუპრავა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე