თამთა ჩაჩანიძე
18.07.2019

 "რუსთავი 2"-ის ამჟამინდელ ხელმძღვანელობასა და ქიბარ ხალვაშ შორის სასამართლო დაპირისპირების ეპოპეა ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს მიერ ახლახან მიღებული გადაწყვეტილებით ტელეკომპანია "რუსთავი 2" ფაქტობრივად ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

სტრასბურგის სასამართლომ დავაში, რომელშიც ქიბარ ხალვაშმა მოიგო, არსებითი დარღვევები ვერ დაადგინა. თუმცა "რუსთავი 2"-ს ახლა გასაჩივრების უფლება აქვს და პროცესი შეიძლება კიდევ 2 თვით გაიწელოს.

სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2"-ის საქმეზე თბილისის საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეების მხრიდან, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაწილში დარღვევა არ ყოფილა.

„სასამართლო ერთხმად აცხადებს, რომ მეორედან მეოთხემდე მოსარჩელეების სარჩელი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6, 1 მუხლის ფარგლებში, რომელიც მოსამართლეების თ.უ, ნ.გ, მ.თ და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას ეხება დასაშვებია, ხოლო დანარჩენი ნაწილი კი არა;

სასამართლო ერთხმად იღებს გადაწყვეტილებას სასამართლოს წესების 39-ე მუხლის გამოყენების შეწყვეტის შესახებ;

სასამართლომ დაადგინა ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ კონვენციის მეექვსე მუხლის პირველი პუნქტი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ტ.ს-ს მიერ, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაწილში დარღვევა არ ყოფილა. სასამართლომ ერთპიროვნულად დაადგინა ასევე, რომ არ დარღვეულა მეექვსე მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც ეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას, რომელშიც შედიოდა მოსამართლე ნ.გ. გარდა ამისა, სასამართლომ დაადგინა ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ არ დარღვეულა მეექვსე მუხლის პირველი პუნქტი დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაწილში უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის კოლეგიის მხრიდან, რომელშიც შედიოდნენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლე მ.ტ.", - ნათქვამია "ინტერპრესნიუსის" მიერ თარგმნილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×