რეზონანსი
18.07.2019

 (რეზონანსი) "ერთადერთი, რაც ვერ მიჰქოდნა ივანიშვილს, „რუსთავი2"-ია და ახლა ისიც მიაქვს."- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ახლა საჭიროა ყველა პოლიტიკურიძალის მობილიზაცია, რათა საქართველოს ჩამოშორდეს ბიძინა ივანიშვილი.

„ივანიშვილს მიაქვს მთელი საქართველო, მთლაინად ჩაიგდო ხელში სასამართლო სისტემა, ბიძინა ივანიშვილი კლავს საქართველოს და ანადგურებს ქართულ ერის იდეას. ერთადერთი, რაც ვერ მიჰქოდნა ივანიშვილს, „რუსთავი2"-ია და ახლა ისიც მიაქვს.

მე არ ვაპირებ გაჩერაბას და ამასთან შეგუებას, ვაპიერებ ბოლომდე ბრძოლას. მოგიწოდებთ ყველას მობილიზაციისკენ. ახლა არის საგანგებო სიტუაცია, ახლა არის ბოლო ზღავრი, როცა ქვეყანა საბოლოოდ იკარგება, გევრდზე გადავდოთ ყველაფერი და დავაყენოთ სამშობლო ჩვენზე მაღლა. ამ ბოროტებამ არ უდნა გაიმარჯვოს.

მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც მნივნელოვანია სქართველოს მომავალი, ახლა დავსხდეთ ერთად , ყოველგვარი პირადი ინტერესების გარეშე და მივიღოთ გადაყწვეტილება . ვიბრძვით ბოლომდე , სანამ ივანიშვილი არ მოშორდება. მე ვარ თქვენთან და მზად ვარ თქვენთან ერთად ვიბრძოლო."- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×