რეზონანსი
19.07.2019

 (რეზონანსი) „არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ პირად ანგარიშსწორებას არ უნდა შესწიროს ქვეყნის ინტერესები", - ამის შესახებ ფეისბუქზე მამა პეტრე კოლხი წერს.

„არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ პირად ანგარიშსწორებას არ უნდა შესწიროს ქვეყნის ინტერესები. წინამორბედი ხელისუფლება რას და როგორ აკეთებდა ყველამ კარგად ვიცით. მოქმედი კი მხოლოდ იმით ტრაბახობს, რომ მისი ძალისხმევით დამთავრდა ცხრაწლიანი საშინელი რეჟიმი. ქვეყნის მოსახლეობის უმეტესმა პროცენტმა იმიტომ აირჩია, რომ იმ იდეოლოგიას ვერ ეგუებოდა. დიახ, ქართველ ერს უკეთესის მოლოდინი ჰქონდა.

სამართლიანი კრიტიკის შემთხვევაში, საპირწონედ გვახსენებენ იმას, რომ ბოროტება როგორც იქნა დაამარცხეს. მუდამ უკან ყურებით და სხვისი შეცდომების თვლით წინ ვერასდროს წავიწევთ. თუ ცუდი სისტემა დამარცხდა, უარესში აღმოვჩნდით და განვითარების შანსები თითქმის არ დავიტოვეთ.

დრო უაზროდ და ერთმანეთის ქიშპობაში გადის. პრობლემები კი ყოველდღიურად მრავლდება. P.S. გთხოვთ, თავი შეიკავეთ იმ გაცვეთილი ფრაზებისგან, რომ სასულიერო პირი პოლიტიკისგან შორს უნდა იყოს. სასულიერო პირიც ისეთივე მოქალაქეა ამ ქვეყნის, როგორც პედაგოგი, იურისტი, ექიმი", - წერს პეტრე კოლხი ფეისბუქზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×