"რუსთავი 2"-ის გარეშე დარჩენილი "ნაციონალური მოძრაობა" კარგავს არა მარტო კარგ გამხმოვანებელს, არამედ მისთვის მებრძოლ მხარდამჭერებსაც. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი დანაკარგი იქნება და უფრო შეასუსტებს მის რეიტინგს" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
"გაუგებარი იქნებოდა მესაკუთრეს, რომელსაც ამ ტელეკომპანიაში მილიონები აქვს ჩადებული, პრეტენზია არ ჰქონოდა მისი ქონების უკან დასაბრუნებლად. სტრასბურგის სასამართლომ დღეს ეს თქვა, რომ უბრუნდება მესაკუთრეს. რას ვუშვებით მაშინ სტრაბურგის სასამართლოს? არ გავიზიაროთ მისი გადაწყვტილება, თუ სტრასბურგის სასამართლო აღარ არის ევროპულ ღირებულებებზე ორიენტირებული სასამართლო?
რაც შეეხება იმას, რომ არხი აპირებს სამართლებრივი დავის გაგრძელებას, ამ შემთხვევაში ბრძოლა მესაკუთრე ხალვაშსა და მაგათ შორის გაიმართება. საკუთრება კი ძნელად დასათმობია და არც დათმობს კერძო მესაკუთრე, რომელსაც საკუთარი ჯიბიდან აქვს გადახდილი მილიონები. თანაც ისეთი უმრავლესობით არის ეს გადაწყვეტილება მიღებული სტრასბურგში, რომ მეეჭვება გასაჩივრების შემთხვევაში რაიმე ჭოჭმანის სურათი შეიქმნას. "რუსთავი 2"-ს აქვს შანსი გახსნს ახალი ტელევიზია, მაგრამ აქ არის ერთი საყურადღებო მომენტი, ინტერესი არის ბრენდში და არა იმაში, ტელევიზია იქნება თუ არა.
"რუსთავი 2" მნიშვნელოვანი დანაკრგი იქნება "ნაციონალური მოძრაობისთვის". იგი კარგავს არა მხოლოდ კარგ გამხმოვანებელს, არამედ "ნაციონალური მოძრაობის" მებრძოლ მხარდამჭერებს, მისი რეიტინგი უფრო შესუსტდება და ა.შ. ამიტომაც მოუწოდა სასწრაფოდ სააკაშვილმა მხარდამჭერებს სრული მობილიზაციისკენ, მაგრამ მეეჭვება, იმდენი იყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" თავდადებული მხარდამჭერები, რომ ეყოს სააკაშვილის მოწოდებას "რუსთავი 2"-ის დასაცავად. ამიტომ ეს ეტაპიც მშვიდად ჩაივლის," - განაცხადა "რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.