რეზონანსი
19.07.2019

 (რეზონანსი) არაფერ კარგს არ ველოდებით, რადგან სასამართლო ბიძინას ჯიბეში უდევს, - ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს" წევრმა გუბაზ სანიკიძემ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის თანამშრომლის დაკავების თაობაზე განაცხადა.

ამასთან, მას ეჭვი არ ეპარება, რომ ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის თანამშრომელს, კობა კოშაძეს იარაღი ჩაუდეს და შედეგად დააკავეს. აღნიშნულს გუბაზ სანიკიძე პოლიტიკურ დევნას უწოდებს და „რუსთავი 2"-ის საქმესთან აკავშირებს.

„ჩვენ პირდაპირ ვუკავშირებთ ამას პოლიტიკურ დევნას და გარდა ამისა, „რუსთავი 2"-ის საკითხს. იმიტომ, რომ ირაკლი ოქრუაშვილს აქვს ძალიან სერიოზული საბუთები იმისა, რომ მას ეკუთვნის „რუსთავი 2" და არა ქიბარ ხალვაშს.

თვითონ ბიძინა ივანიშვილი გადასულია ჩვეულებრივ ტერორზე. ბიძინას ტერორის არავის ეშინია, მითუმეტეს ჩვენ. არაფერ კარგს არ ველოდებით, იმიტომ, რომ სასამართლო ბიძინას ჯიბეში უდევს," - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ ადვოკარტი დღევანდელ სასამართლო სხდომაზე კობა კოშაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაოსა და სხვა ნებისმიერი შემზღუდველი ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობას დააყენებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×