რეზონანსი
19.07.2019

 (რეზონანსი) ტელეწამყვანი და ექიმი ნინო ნადირაძე-კუზანოვა სოციალურ ქსელში პაატა სალიას შესახებ წერს და აცხადებს, რომ მას ძალიან სუფთა წარსული აქვს.

„15 წელია ვიცნობ და ვმეგობრობ პაატასთან ( პროფესიულ ურთიერთობებს თუ არ ჩავთვლით) იცით, არც არავის ქება მჩვევია და არც ვაზელინობა, ერთ ფაქტსაც ვერ დამიდებთ!

ეს არის კრისტალურად სუფთა, იშვიათი ერთგულების, თავმდაბალი, ჭიანჭველასავით მუშა, თბილი ადამიანი და თავისი საქმის უბადლო პროფესიონალი, რომელმაც ნულიდან არა, მინუსებიდან დაიწყო თავისი ცხოვრება (აფხაზეთიდა ლტოლვილობიდან) და მე მისი არც ერთი უწესო ნაბიჯი არ მინახავს ამ ხნის მანძილზე.

ეს იმიტომ დავწერე, რომ წარმომიდგენია რას არ დააბრალებენ ახლა მას! თუმცა ჩემი დაცვა არ სჭირდება, მას საუკეთესო ადვოკატი ყავს - თავისივე წარსული", - წერს ნინო ნადირაძე-კუზანოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×