"სტრასბურგის სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. ბუნებრივია იქ იყო დარღვევები და ეს გაითვალისწინა სწორედ სასამართლომ" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია "რუსთავი 2" -ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვტილებას.
"მედიაექსპერტი ნამდვილად არა ვარ, მაგრამ სტრასბურგის სასამართლომ მიიღო სამართლიანი გადაწყვტილება. ბუნებრვია იქ იყო დარღვევები და ეს გაითვალისწინა სასამართლომ. ჩემი აზრით, ბოლომდე სამართლიანობა აღსდგება, თუ არ იქნება დარღვეული იმ ადამიანების უფლებებიც, რომლებმაც ეს ტელევიზია დააფუძნეს. როგორც მახსოვს, ქიბარ ხალვაში მათ შეპირდა, რომ ჩართულები იქნებიან პროცესში, ვნახოთ, როგორ შეასრულებს დანაპირებს.
რაც შეეხება მის მხრიდან გარანტიებს, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება, ამას რამდენიმე თვეში ვნახავთ. შეშფოთების საგანი დღეს არის სწორედ ეს საკითხი, რომ არსებობდეს განსხვავებული აზრის ტელევიზია, არ მოხდეს ხელისუფლების მიერ კრიტიკული ტელევიზიის დამორჩილება. მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, "რუსთავი 2" არის ის ტელევიზია, რომლის მომზადებული კრიტიკული სიუჟეტებიდან საზოგადოება პირველი იგებდა ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე. განცხადებებს, რომელიც მოჰყვა სტრასბურგის გადაწვეტილებას, ვთქვათ, ივანიშვილი ჩაერია ამ პროცესში, აბსურდია. მესმის, რომ ბევრი გულდაწყვეტილია, მაგრამ თუ ვინმე ეცდება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამო დასავლეთის დემონიზაცია მოახდინოს, ეს არავის წაადგება.
ვინ მოიგო და ვინ წააგო ამ გადაწყვტილებით, ხელისუფლება მოგებული დარჩება იმ შემთხვევაში, თუ შეძლებს მისდამი კრიტიკულად განწყობილი ტელვიზიის მოთვინიერებას. "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეიძლება დაკარგოს გარკვეული პრივილეგიები, რადგან ეს ტელვიზია იყო მათი იდეოლოგიის ფლაგმანი. სწორედ ეს უნდა ხელისუფლებას, რომ ამ პოლიტიკურ ძალას არ ჰქონდეს ეს იდეოლოგიური რუპორი.
"რუსთავი 2"-ის სამომავალო შანსებთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, მხოლოდ ის, რომ მათ აქვთ ალტერნატივა შექმნან ახალი ტელევიზია. რა თქმა უნდა, ფეხი რომ მოიკიდონ, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ თუ ერთი გუნდია და თავისუფალი ამას შეძლებენ, ამაში ტრაგიკული არაფერია," - განაცხადა "რეზონანსთან" კორნელი კაკაჩიამ.