რეზონანსი
19.07.2019

 (რეზონანსი) ვაკეში, მრგვალ ბაღთან, სადაც თბილისის მერი კახა კალაძე რეაბილიტურებულ ბაღს ხსნის, სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფი 20 ივნისის მოვლენებს აპროტესტებს.

როგორც აქტივისტები აცხადებენ, კახა კალაძე არის პარტია "ქართული ოცნების"გენერალური მდივანი და პასუხისმგებლობა 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე მანაც უნდა აიღოს.

მათივე განცხადებით, მანამდე, სანამ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია არ გადადგება, ახალგაზრდები ყოველთვის შეუქმნიან ხელისუფლების წარმომადგენლებს დისკომფორტს.

20-მდე ახალგაზრდა მრგვალ ბაღთან თვალზე ხელაფარებული დგას. აქტივისტთა ნაწილს ასევე თვალზე სახვევები უკეთიათ წარწერით: "საქართველოს 20 % ოკუპირებულია".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×