რეზონანსი
20.07.2019

 ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ მისი საკუთრებაა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა, სადაც საფრანგეთიდან ჩამოფრინდა.  

"ტელეკომპანია "რუსთავი 2“ ყოველთვის იყო ჩემი და ხალვაში იყო ნომინალური ფიგურა, ხალვაში იყო ხელის ბიჭი და ფიგარო გასაქცევად აქეთ-იქით. დამთავრებულია, „რუსთავი 2“ მაშინაც მეკუთვნოდა მე და ხვალაც იქნება ჩემი“, - განმარტა ოქრუაშვილმა. 

ჟურნალისტების კითხვას, საიდან ჰქონდა მას ქიბარ ხალვაშისთვის ნასესხები თანხა ოქრუაშვილმა ასე უპასუხა "ბებიათქვენმა დამიტოვა მემკვიდრეობით". ასევე შეკითხვზე, რომლის თანახმადაც პაატა სალია დაინტერესდა, როგორ იშოვა მინისტრობის დროს ოქრუაშვილმა მილიონები, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა : „პაატა სალია როდესაც გახდება პროკურორი ან საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი, მაშინ ილაპარაკოს ამაზე. თავის კლიენტს უთხრას, მივიდეს სამხარაულის ბიუროში და დატოვოს ხელმოწერის ნიმუშები, რომ ექსპერტიზამ გააკეთოს დასკვნა“.

ირაკლი ოქრუაშვილი „რუსთავი 2“-ის აქციების დაყადაღებას მოითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით მისმა უფლებადამცველებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×