რეზონანსი
20.07.2019

 ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი, "რუსთავი 2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს მიმართავს და მადლობას უხდის:

"გუშინ სამსახურში მოვედი და არ დამხვდი. რა ვქნა, ჯერ ვერ ვაცნობიერებ რეალობას. მინდოდა შენთვის პირადად მეთქვა რაღაცები. მერე მოგწერე და მივხვდი, რომ ისიც არ მეყო. 

ყოველთვის ვამაყობდი რომ ნიკა ტაბატაძის "რ2"-ში ვმუშაობდი. ჰარვარდ დამთავრებულივით ვიქცეოდი ამ მიზეზის გამო და ახლა უკვე ორი დიპლომით ვარ. შენთან მუშაობით დავამთავრე უნივერსიტეტი, სადაც ვისწავლე:

1. რომ ყოველთვის უნდა ვიბრძოლო.

2. რომ ნებისმიერი უთანხმოების და კონფლიქტის მიუხედავად მთავარი საერთო ღირებულებებია

3. რომ 800-კაციან გუნდში ყველა რგოლი ერთნაირად მნიშვნელოვანია.

4. რომ თავისუფლებას ზღვარი არ აქვს.

შენი იმედი მქონდა ყოველთვის. მაშინაც კი როცა ავად ვხდებოდი და იცოდე რომ შენი მეგობარი ვარ 4ever. იმედი მაქვს, რომელიღაც ცხოვრებაში კიდევ გამიმართლებს და მომიწევს შენთან ერთად მუშაობა.

მე მაინც მჯერა რომ ყველა ერთად, სადღაც, ისევ ამოვხეთქავთ. მადლობა ნიკა", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×