რეზონანსი
20.07.2019

 (რეზონანსი) თელავში გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველი, 51 წლის გელა მელიქიძე, მშობლიურ სოფელში დაკრძალეს.

გმირი მეხანძრე-მაშველისთვის პატივის მისაგებად, თელავის რაიონის სოფელ კისისხევში შს მინისტრის მოადგილე ლევან კაკავა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და დაკრძალვის ცერემონიას საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან მეხანძრე-მაშველებიც ესწრებოდნენ.

გელა მელიქიძის ხსოვნას პატივი საპატიო ყარაულმა საგანგებო ზალპით მიაგო, გარდაცვლილის ოჯახს კი საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცა.

გელა მელიქიძე, სოფელ ყარაჯალაში, ორსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს გარდაიცვალა. ის მეხანძრე-მაშველად 24 წელი მუშაობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×