"რუსთავი 2"-ს შეუძლია ახალი ტელევიზია შექმნას, მაგრამ ამას ძალიან დიდი თანხები სჭირდება და სპონსორები. არა მგონია, ამ მოვლენების ფონზე, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, ამის მსურველი ადამიანები გამოჩნდნენ," - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც "მთელ კვირა" მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა.
"მთელი კვირა": როგორ შეაფასებდით "რუსთავის 2"-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასმართლოს გადაწვეტილებას და მოვლნებს, რომელიც ამ გადაწვეტილებას მოჰყვა?
იგორ კვესლავა: სტრასბურგის სასამართლომ მიიღო უპრეცენდენტო გადაწყვეტილება და მან ქართული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რაც რამდენიმე ფაქტორით იყო განპირობებული. სტრასბურგმა ძირეულად შეისწავლა ის მასალები, რაც საქართველოდან გაიგზავნა, ყველა გარემოება, რომელიც ამ საქმესთან იყო დაკავშირებული. მათ შორის არხის გენერალური დირექტორის გვარამიას გამონათქვამები, განსაკუთრებით მოსამართლეების მიმართ, რაც მიუღებელია ნებისმიერი ქვეყნის სასმართლო სისტემისთვის, და საქართველოშიც დაიცვეს თავისი კოლეგები.
ეს გადაწვეტილება მოულოდნელი არვისთვის არ იყო, მითუმეტეს "რუსთავი 2"-ისთვის - მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რა გადაწვეტილებას მიიღებდა სტრასბურგის სასამართლო და წინმსწრებად დაიწყეს აჟიოტაჟი. ამას ემსახურებოდა სწორედ ის მოვლენები, რომლებიც თან სდევდა მთელ საარჩევნო პერიოდს, მათ შორის ზუგდიდის არჩევნები. შემდეგ ტელეწამყვან გაბუნიას შეურაცხმყოფელი გამოსვლა პირდაპირ ეთერში, რომელიც არანაირად არ ჯდება არც ქართული კულტურის, არც ქართული პოლიტიკის ჩარჩოებში. შემდეგ რუსთაველზე განვითარებული მოვლენები, და "რუსთავი 2-ის მხარდაჭერა იმ ქმედებეზე, რაც მიზნად ისახავდა პარლამენეტში შეჭრას.
"რუსთავი 2" ყოველთვის იყო "ნაციონალური მოძრარობის" რუპორი, ემსახურებოდა ამ პოლიტიკური ძალის პოლიტიკას და იდეოლოგიას. ახლაც, ამ გადაწვეტილების ფონზე, მათი მხარდამჭერების მხრიდან კეთდება უცნაური განცხადებები სტარსბურგის სასამართლოს მიმართ პირდაპირ თუ შეფარვით. მესმის, რომ ყველაფერი რიგზე ვერ არის ქვეყანაში და არავინ არ უნდა მოერიდოს ხელისუფლების სამართლიან კრიტიკას, მაგრამ მხოლოდ ნაკლოვანებებზე აქცენტის გაკეთება, იმ ფონის შესაქმნელად, რომ ქვეყანა ინგრევა, ჟურნალიზმის სტანდარტებში არ ჯდება - ქარიშხალი რომ ამოვარდება ან წყალდიდობა მოხდება, ყველაფერს ხელისუფლებას რომ აბრალებენ.
"მ.კ": როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, ხელისუფლებას წლები დასჭირდა "რუსთავი 2"-ის ხელში ჩასაგდებად, მაგრამ მიზანს მაინც ვერ მიაღწევს, რუსთავი 2"-ს ვერ გააჩუმებსო...
ი.კ: "რუსთავი 2" რასაც აკეთებდა, იმას ვეღარასდროს გააკეთებს. ამ ეტაპზე ამ არხის პერსპექტივას ვერ ვხედავ და საზოგადოების ნდობის აღდგენასაც დრო დასჭირდება. რაც შეეხება იმას, რომ "რუსთავი 2" ახალ ტელევიზიას შექმნის, ეჭვი მაპარება, რადგან ამას სჭირდება დიდი თანხები და ადამიანები, რომლებიც მათ დააფინანსებენ. არა მგონია, რომ ამ მოვლენების ფონზე, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, ასეთი სპონსორები გამოჩნდნენ.
"მ.კ": როგორც ჩანს, "რუსთავი 2"-თან დაკავშირებული ქონებრივი დავა არ დასრულებულა, ახლა სააკაშვილის მთავრობის ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს პრეტენზიას არხის მფლობელობაზე და ახალ მფლობელს სასამართლოში უჩივის.
ი.კ: აქ ჩნდება ერთი კითხვა, საიდან ჰქონდა საჯარო მოხელეს ამდენი ფული, რომ ტელევიზია შეეძინა? ასევე ალბათ გამოსაძიებელია, სად წავიდა ის თანხა, 4 მილიარდი დოლარი, რომელიც 2008 წელს საქართველომ მიიღო და საერთოდ ყველა კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით უნდა ჩატარდეს გამოძიება. მერე ნახეთ, რამდენი რამე გამოაშკარავდება.
"მ.კ": ვიდრე სრულიად საქართველო და "რუსთავი 2" სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში იყო, ივანიშვილმა ერთი საინტერესო განცხადება გააკეთა, რომ ყველა პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლებენ, გარდა "ნაციონალური მოძრობისა". პოლიტტექნოლოგიის ენაზე ეს როგორ იკითხება და რა პერსპექტივა აქვს მომავალ არჩევნებში "ნაციონალურ მოძრაობას"?
ი.კ: პოლიტიკურ სცენაზე "ნაციონალური მოძარობის" მომავალს ვერ ვხედავ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მომავალ პარლამენტში 10-15 კაცი მაინც ჰყავდეთ, მაგრამ ეს პოლიტიკურ ამინდს ვერ შექმნის. "რუსთავი 2"-ის სახით კი ამ პოლიტიკურმა ძალამ დაკარგა საბჭოთა პერიოდში რომ ეძახდნენ აგიტატორ- პროპაგნდისტები, იდეოლოგიური რუპორი. იმედია, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ბევრი ოპოზიციური ძალა გაიმარჯვებს და კონსტრუქციულ ოპონირებას გაუწევენ მომავალ ხელისუფლებას.