ია აბულაშვილი
21.07.2019

 "ვერ გეტყვით, რამდენად სწრაფად შეიცვლება არხის ე.წ. სარედაქციო პოლიტიკა, მაგრამ საკმაოდ მალე "რუსთავი 2"-ზე შეწყდება არსებული ხელისუფლების მწავე და როგორც ადრე იყო ხშირად სრულიად სამართლიანი დასაბუთებლი კრიტიკა. ასევე შეწყდება სააკაშვილისა და მისი თანამზრახველების პროპაგანდა და მათი გამოცხადება პროდასავლურ ძალად და პატრიოტებად" - აცხადებს ექსპერტი პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" "რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის სასმართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და მის შემდგომ პროცესებზე ესაუბრა.

პეტრე მამრაძე: სტარსბურგის სასმართლოს გადაწყვეტილება ნამდვილად არ იყო მოულოდნელი. ჩემითვის ცნობილია, როცა გადავადდა "რუსთავი 2"-ის საქმე, ეს იყო განპირობებელი შემთხვევითობით და თვითონ "ნაცები" იმ დღეს გაოგნებულები იყვნენ, კარგა ხანს ვერ იჯერებდნენ, რომ მორიგე მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება მიიღო. ახლა კი შედგა სხდომა და 6:1-ზე ძალაში დატოვეს საქართველოს სასმართლოს გადაწყვტილება. თან როგორც ვიცი, იქვე დაგმობილია გვარმიას ქცევა, მისი უწმაწური გამონათქვამები და საზოგადოდ სიძულვილის ენა, განსაკუთრებით მოსამართლეების მიმართ.

რაც შეეხება საკითხის არსს, რა თქმა უნდა ქიბარ ხალვაში ისეთივე ცრუმაგიერი მფლობელი იყო "რუსთავი 2"-ის, როგორიც დანარჩენი 20-იოდე პირი და ფაქტობრივი მფლობელი ყოველთვის იყო თვითონ სააკაშვილი, რომელიც თვითონ განსაზღვრავდა სარედაქციო პოლიტიკას. ამის მაგალითია, თუნდაც 13 ივნისის წყალდიდობის დროს (ზოოპარკის დაღუპვისას) იქ ტალახში და შლამში "რუსთავის 2"-ის პოდიუმის ჩადგმა, ეს იყო სააკაშვილის იდეა. ისე, როგორც საუბარი გვარამიასთან, რამდენიმე წლის წინ, რომ ახლა შემოვლენ "რუსთავი 2"-ში, შტურმით გადმოვლენ, თქვენ მოაწყვეთ ბარიკადები და უნდა იბრძოლოთ, ამ დროს კარგია თუ ჟურნალისტი ქალი დაიღუპეპა, უმჯობესია ორსული იყოს. ასეთი ტელესურათების დამდგმელი არის სააკაშვილი.

ამავდროულად, სწორედ იმის გამო, რომ "რუსთავი 2" სააკაშვილის პირადი რუპორია, ის ბევრ სიმართლეს ამბობდა და აჩვენებდა საქართველოში არსებულ ვითარებაზე და "ქოცების" ხელისუფლების დანაშაულზე. შემთხვევით არ იყო, რომ მართლაც დიდი რეიტინგის მქონე ტელევიზიაა.

ვუბრუნდები ისევ ხალვაშს, ხალვაშს შერჩა საკმარისი დოკუმენტაცია, რომ გაემარჯვა სასამართლოში. შეგახსენებთ, რომ მანამდე შეხვდა ბიძინა ივანიშვილს; სწორედ ივანიშვილმა ურჩია მას სასამართლოსთვის მიემართა და ახლა ადრე ცრუმაგიერი პირი "რუსთავი 2"-ის ნამდვილი მფლობელი გახდა.

"მთელი კვირა": ხალვაში აცხადებს, რომ ტელევიზიის ფინანსურ მდგომარეობას მალე ცნობილი აუდიტორული ფირმა შეისწავლის.

პ.მ: "რუსთავი 2"-ის ფინანსური მდგომარეობა კატასტროფულია, წლების განმავლობაში ტელევიზია არ იხდის გადასახადს. "რუსთავი 2"-ის და "იმედის" დავალიანება ბიუჯეტისადმი 33 მილიონ ლარს აღემატებს. ამ დროს გვარამიას, გაბუნიას და სხვებს, როგორც ცნობილია ფანტასტიკური მაღალი ხელფასები ჰქონდათ და ქიბარ ხალვაშის მიერ დანიშნულმა ახალმა გენერალურმა დირექტორმა სალიამ უკვე თქვა, რომ ფინანსური მდგომარეობა ძალიან რთულია. პირველ რიგში პასუხს აგებს ხელისუფლება იმისთვის, რომ უკანონო შეღავათები მისცეს "რუსთავი 2"-ს და "იმედს" და ამხელა დავალიანება დაუგროვდათ, მაშინ, როდესაც ნებისმიერ სხვა ტელევიზიას 400 ლარზე ავტომატურად ედება ინკასო და ამით ფინანსური ოპერაციების პარალიზება ხდება.

"მ.კ": ოქრუაშვილს რა როლი აქვს "რუსთავი 2-ის" ისტორიაში, ის ამბობს, რომ ტელვიზიის რეალური მფლობელი ის არის და სასამართლოში აპირებს ჩივილს.

პ.მ: ოქრუაშვილის როლიც საინტერესოა. მართალს ამბობს ხალვაში ჩემი ხელისბიჭი იყო მირბოდა-მორბოდა და "რუსთავი 2"-ი კი ჩემიაო. მაგრამ აქ ისმის ერთი კითხვა, საჯარო მოხელეს საიდან ჰქონდა ამხელა ფული და როგორ ერეოდა ტელევიზიის საქმეში? იმასაც შეგახსენებთ, ოქრუაშვილი რომ დააპატიმრეს, საპროცესო გარიგებაში რეკორდული თანხა იქნა გადახდილი, თუ არ ვცდები 10 მილიონი, რომელიც გადაიხადა სამხედრო შესყიდვების კომპანიის ხელმძღვანელმა, მაგრამ ყველა ამბობდა, რომ ეს ოქრუაშვილის ფულიაო. ოპოზიციაში გადასულმა ოქრუაშვილმა საჯაროდ ისიც თქვა "ვარდების რევოლუციის" შემდეგ სულ რამდენიმე ადამიანს, მათ შორის მას ხელში ჩაუვარდა პრაქტიკულად უსაზღვრო და უკონტროლო ძალაუფლება, რამაც, თქვა ოქრუაშვილმა, უდიდესი ზიანი მიაყენა ქვეყანას. კარგი იქნება, რომ ხელისუფლება ახლა მაინც დაინტერესდება ამ საკითხებით.

"მ.კ": ახალი მფლობელი ხალვაში იმასაც აცხადებს, რომ სარედაქციო პოლიტიკაში არ ჩაერევა, თქვენ რა მოლოდინი გაქვთ, შეასრულებს დანაპირებს?

პ. მ: ვერ გეტყვით, რამდენად სწრაფად შეიცვლება არხის ე.წ. სარედაქციო პოლიტიკა, მაგრამ საკმაოდ მალე "რუსთავი 2"-ზე შეწყდება არსებული ხელისუფლების მწვავე და როგორც ეს ადრე იყო ხშირად სრულიად სამართლიანი დასაბუთებული კრიტიკა. ასევე შეწყდება სააკაშვილისა და მისი თანამზრახველების პროპაგანდა და მათი გამოცხადება პროდასვლურ ძალად და საქართველოს პატრიოტებად.

"მ.კ": როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, "რუსთავი 2"- ვერ დაადუმებენ და მას შეუძლია სხვა არხზე გააგრძელოს მაუწყებლობა...

პ.მ: რთული სათქმელია იმიტომ, რომ ახალი ტელევიზიის შექმნას დიდი თანხები სჭირდება და თანაც შეღავათი, გადასახადი რომ არ გადაიხადონ. საქართველოში დამოუკიდებელი ტელევიზია არ არსებობს და ვერც იარსებებს სარეკლამო ბაზრის სიმწირის გამო, ის არარენტაბელურია, თავს ვერ ინახავს (თუ გადასახადს იხდის). გაიხსენეთ, რამდენჯერ აპატია და ჩამოაწერა სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ს ბიუჯეტის ვალები. საქართველოში ხელისუფლების გამაკრიტიკებელ (თუნდაც ობიექტურად) ტელევიზიას ყოველთვის აფინანსებენ ოლიგარქები პოლიტიკური მიზნებისათვის. ასე იყო "იმედი" პატარკაციშვილის ხელში და "რუსთავი 2" სააკაშვილის დროს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×