ია აბულაშვილი
22.07.2019

 "ივანიშვილის მთავარი გეგმა არის, არ გაიგონოს იმ ხალხის კრიტიკა, რომლებიც განსაკუთრებით უშლიან ხელს, მაგრამ ვიდრე სტრასბურგში გასაჩივრების ვადა არ ამოიწურება, არ ჩქარობს, მაგრამ, როგორც ჩანს ნერვიულობს, ხალვაშის განცხადებაც ამაზე მიანიშნებს" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

"რა თქმა უნდა "რუსთავი 2" გაასაჩივრებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და გამორიცხული არ არის დიდმა პალატამ შეცვალოს ქვედა პალატის გადაწყვეტილება, ასეთი შემთხვევები ყოფილა, მაგრამ ამ საუკეთესო შემთხვევაშიც, ამას წელიწადნახევარი მაინც დასჭირდება.

"სამართლიანობის აღდგენის ზღაპრის არავის სჯერა. ივანიშივლი, რომელიც დაუპირისპირდა "რუსთავი 2"-ს, მისი მთავარი გეგმა არის, არ გაიგონოს იმ ხალხის კრიტიკა, რომელიც განსაკუთრებულად უშლის ხელს, მაგრამ 21-ე საუკუნეში, ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში ეს იქნება განუხოციელებელი, ეს არ იცოდეს ივანიშვილმა, გამორიცხულია, თუ დიქტატურა არ უნდა რომ დაამყაროს.

"ამიტომ, არ ჩქარობს, მაგრამ ნერვიულობს, ქიბარ ხალვაშის განცხადებაც ამას ნიშნავს. ვიდრე სტრასურგში გასაჩივრების ვადა არ ამოიწურება მკვეთრ ნაბიჯებს არ გადაგამს, ცდილობს ნელ-ნელა მოახრჩოს, ან შეცვალოს კოლექტივი, ან სულაც გაყიდოს.

"მართალია, ივანიშვილი იურიდიულად არსად ფიგურირებს, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ეხმარებოდა სააკაშვილს, ოქრუაშივილი ხომ ამბობს, არ მახსოვს ფული ვინ გადაიხადაო... ზედმეტი ტელევიზია რაში სჭირდება, ისედაც აქვს "იმედი" და საზოგადოებრივი ტელევიზია.

"რაც შეეხება "რუსთავი 2"-ის მომავალს, ის მაუწყებლობას ყველა შემთხვევაში გააგრძელებს, დამფინანსებლებიც გამოჩნდებიან. ოქრუაშვილი უკვე სთავაზობს თავის ტელევიზიას "იბერიას", ტექნიკაც არის და ფულს ვინ გადაიხდის რა პრობლემაა, დაერქმევა "რუსთავი 22"-ი.

"ეს სწრაფად მოხდება და მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე წელიწადნახევარია დარჩენილი, პოპულარობასაც მოიპოვებს, რადგან რუსთავი 2"-ს მაღალი რეიტინგი სწორედ ამ კრიტიკული გადაცემებით ჰქონდა. 21- საუკუნეში კრიტიკულ ხმას ვერ ჩაახშობ"- განაცხადა "რეზონანსთან" დავით ზურაბიშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×