ია აბულაშვილი
23.07.2019

 "დღეს ყველაზე პრინციპული და მნიშვნელოვანი საკითხი არის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, ამისთვის უნდა დაირაზმოს საზოგადოება და ოპოზიციაც, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი პროპორციულ საარჩევნო სისტემისკენ წაიყვანოს.

ამით ქვეყანაში გაცილებით უკეთესი გარემო შეიქმნება. ეს არის დღეს ნომერ პირველი ამოცანა"- აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე, ვისაც "რეზონანის" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბარა.

"რეზონანსი" 29 ივლისამდე პარლამენტში რიგგარშე სხდომა უნდა გაიმართოს, სადაც სავარაუდოდ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხს განიხილავენ. ფიქრობთ, რომ პროცესი აქტიურ ფაზაში შედის და ოპოზიციის შიში, რომ ჩაიშლებოდა, მოიხსნა?

ვახტანგ ძაბირაძე: ასე ვერ ვიტყოდი, ვიდრე კანონი ძალაში არ შესულა, პროცესის ჩაშლის საფრთხე არის. თანაც დარწმუნებული არა ვარ, რომ სააკაშვილს და "ნაციონალურ მოძრაობას" უნდათ პროპორციული საარჩევნო სისტემა, თუნდაც ნულოვანი ბარიერით.

მმართველმა გუნდმაც ეს გადაწყვეტილება იძულებით მიიღო, საპროტეტსო აქციების ფონზე. "ოცნებას" შეიძლება აწყობდეს ვადამდელი არჩევნები, რადგან ისევ შერეული სისტემით ჩატარდება, მაგრამ რაში აწყობს სააკაშვილს ვადამდელი არჩევნები, არ ვიცი.

ქვეყანაში უკეთესი გარემო რომ შეიქმნას, ამისთვის საჭიროა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, და რაც მალე დაიწყება მით უკეთესი. ჩემი აზრით, დღეს ყველაზე პრინციპული და მნივშნელოვანი საკითხი ეს არის და ამისთვის უნდა დაირაზმოს ოპოზიციაც და საზოგადოებაც, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი წამოიყვანოს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ეს არის დღეს ნომერ პირველი ამოცანა.

"რ": "ოცნებამ" მზაობა უკვე გამოაცხადა, თუმცა პარტიის თავმჯდომარე ივანიშვილი აცხადებს, რომ ყველა პოლიტიკურ ძალსთან ითანამშრომლებენ, გარდა "ნაციონალური მოძრაობისა". ეს განცხადება, როგორ იკითხება პოლიტექნოლოგიიის ენაზე და რა შანსები აქვს "ნაციონალურ მოძრაობას" მომავალ არჩევნებში?

ვ.ძ: შანსებზე საუბარი ნაადრევია. თუცმა 2012 წლიდან ვამბობ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" სჭირდება რებრენდინგი, მაგრამ, სამწუხაროდ ეს არ განხორციელდა.

2012 წელს, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" გაიყო და გაჩნდა "ევროპული საქართველო" საზოგადოებაში იყო მოლოდინი სიახლისკენ, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როდესაც ეს პოლიტიკური ძალა "ნაციონალურ მოძრაობასთან" ისევ ერთი პოზიციით გამოვიდა, ის რაც ორი წლის განმავალობაში სიახლეზე დახარჯეს, ამით წაშალეს.

საქმე ისაა, რომ "ნაციონალურმა მოძრობამ" აგრესიული ტონი ვერ მოიშორა და დღესაც ინარჩუნებს, რაც საზოგადოებისთვის მიუღებელია, რადგან არის მათ მიმართ შიში, რომ ხელისუფლებაში თუ დაბრუნდებიან, რასაც აკეთებდნენ, იმაზე მეტს იზამენ. ამას ვერ აანალიზებს "ნაციონალური მოძრაობა", რომ აგრესია, თავისი დღის წესრიგიდან უნდა მოხსნას.

"რ": ექსპერტთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი გამარჯვებეში დარწმუნებულია, კოალიციური მთავრობის შექმნის იდეას უკვე შეეჩვიაო...

ვ.ძ: კოალიციურ მთავრობაზე საუბარი ნაადრევია, წელიწადნახევარი დარჩა არჩევნებმადე. რაც შეეხება ქართულ "ოცნებას" და მის მიერ გადაგმულ ნაბიჯებს, სასურველი შედეგის მისაღწევად.დღეის მოცემულობით, თუ ძველი სტილით გააგრძელებს სვლას, ფაქტიურად ვერაფერს შეცვლის. მან ახალი იდეები უნდა შესთავაზოს საზოგადოებას, ამაგრამ, სამწუხაროდ "ქართულ ოცნებაში" იდეების გენერატორი არ არსებობს და ინერციით მიდის,

ეცემა მისი რეიტინგიც. თუ ხელისფლებას აქვს იმის რესურსი რომ გადაეწყოს, იყოს პრინცირული და მკვეთრი, ახალ იდეებთან ერთად შანსი აქვს, მაგრამ დღეს ამის მზაობა არ ჩანს ამიტომ არის ეს იწილო-ბიწილო.

"რ": ამ პოლიტიკურ ლანშაფტში, როგორ ჩაეწერება ხაზარაძის ახალი პოლიტიკური მოძრაობა. ივანიშვილი აცხადებს, რომ მიესალმება ახალი ძალების გამოჩენს, ოპოზიცია, კერძოდ "ნაციონალური მოძრაობა" კი საერთოდ თანამშრომლობას აპირებს ხაზარაძესთან ლოზუნგით "ყველა მინუს ერთი".

ვ.ძ: ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ ხელს ვერ შეუშლის ხაზარაძის გადაწყვეტილებას, ამიტომ თქვა ის, რაც თქვა, არ გევშინიაო. ვის მხარეს იქნება ხაზარაძე, ხელისუფლების თუ ოპოზიციის ამის პროგნოზირება ძნელია, თუცმა, მასაც აქვს პრობლემებმი, არ ჰყავს გამოცდილი პოლიტიკური გუნდი მთთან ერთად იმუშაოს.

ვნახოთ, მომავალში რა გუნდი ეყოლება და რა ნაბიჯებს გადაგამს. პირველი განცხადება, რომელიც გააკეთა, რომ შემოდგომაზე აპირებს მოძრაობის დაარსებას, შეიძლება სწორია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს განცხადება უნდა გაკეთებინა შემოდგომაზე და თანაც მოეყოლებინა ის რასაც აპირებს, მოძრაობის შექმნა.

"რ": "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს როგორ შეაფასებდით?

ვ.ძ: "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასმართლოს გადაწვყვეტილებაზე ბევრი მოსაზრება გამოითქვა, თუმცა, ჩემთვის მიუღებელია, ის კრიტიკული განცხადებები, რომელიც ამ სასმართლოს მიმართ გამოითქვა.

სტრასბურგის სასამართლო იხილავდა მხოლოდ ქონებრივ დავას და მის კომპეტენციაში არ შედიოდა, გაეთვალისწინებინა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება, რაზედა პრეტენზიები გამოითქვა.

ჩემი აზრით, მკვეთრი განცხადებები ევროპული სასამართლოს მიმართ საზინაო იქნება თავად "რუსთავი 2"-ისთვის, თუ ადრე, მათი საქმე რომ გადაავადა, მაშინ სამართლიანი იყო, ახლა უსამართლოა?

რაც შეეხება "რუსთავი 2"-ს პერსპექტივას, თუ ასეთი ერთიანი გუნდია ეს, გაუჭირდებათ შებმნანს ახალი ტელევიზია, მაგრამ, ჩემი აზრით, რუსთავი 2"-მა უნდა გააგრძელოს მუშაობა, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, იყოს კრიტიკული და პრინციპული, მაგრამ მასაც, როგორც "ნაციონალურ მოძრაობას", სჭირდება რებრენდინგი, უნდა მოიხსნას აგრესიულობა და ყველაფრი შავ ფერებში არ უნდა შეღებონ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×