ია აბულაშვილი
23.07.2019

 "როგორც ბოლო მოვლენებმა დაგვანახა, "რუსთავის 2"-ის ამ ახალ თაობას შესწევს უნარი წინ იაროს, ნაცვლად იმისა, რომ იძახონ გვიშველეთო, აქეთ ამშვიდებენ თავის მაყურებელს.

"ჯერ ბრძოლა არ დამთავრებულა და იმედია, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრების შემდეგ შეიცვალოს"- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

"რუსთავი 2"-ი წლებია არის მაჯისცემა იმ პროცესების, რომელიც ქვეყანაში ხდება. ტელეკომპანია, თავისი ქმედებებით, წარმატებებით თუ გაუგებრობებით კვლავ რჩება მისაღები საზოგადოების დიდი ნაწილისთვის,

"ამიტომ, ამ არხმა მუშაობა უნდა გააგრძელოს, იყოს კრიტიკული და პრინციპული, თუმცა დაშვებული შეცდომებიც უნდა გამოასწოროს.

"ბოლო მოვლენებმა დაგვანახა, რომ "რუსთავი 2"-ის ამ ახალ თაობას შესწევს უნარი წინ იაროს, ნაცვლად იმისა, რომ იძახდნენ გვიშველეთო, აქეთ ამშვიდებენ თავის მაყურებელს.

"ასე რომ, ბრძოლა გრძელდება, ყველაფერი წინ არის და არ გამოვრიცხავ, რომ გასაჩივრების შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილება შეიცვალოს.

"ისე, ვისურვებდი, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მეტი სიცხადის შესატანად, თავისი აზრი გამოეთქვა საქართველოს წარმომადგენელს სტრასბურგის სასამართლოში" - განაცხადა "რეზონანსთან" სოსო ცისკარიშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×