რეზონანსი
24.07.2019

 

ჭერის ჩამონგრევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივების ინფორმაციით, ოთახში ხშირად თამაშობენ ბავშვები და დაზიანებას შემთხვევით გადაურჩნენ. მათ შენობიდან გაყვანის საკითხთან დაკავშირებით ქალაქის მერიას უკვე მიმართეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.

ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ სოციალურ საცხოვრებელში ჭერი პირველ სართულზე, ე.წ. სათავსო ოთახში ღამის 12 საათზე ჩამოინგრა. მათივე თქმით, ადგილზე იმყოფებოდნენ ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურისა და ა(ა)იპ სპეცსერვისების წარმომადგენლები. ტერიტორია ჩამონგრეული სამშენებლო მასალებისგან უკვე გასუფთავდა.

ქუთაისში სოციალური საცხოვრებელი ორი წლის წინ მოეწყო. შენობაში ჭერი რამდენჯერმე ჩამოინგრა. არასწორად შესრულებული სამუშაოების გამო აუდიტის დასკვნის საფუძველზე, საქმე პროკურატურაშია გადაგზავნილი.

წყარო: ნიუპოსტი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×