ია აბულაშვილი
24.07.2019

 "მრჩება შთაბეჭდილება, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ დასავლეთიდან სრული კარტბლანში აქვს. პირველი, რასაც აკეთებს, ხაზარაძეს უპირებს დაჭერას" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი თიბისი ბანკის დამფუძნებლების მიმართ პროკურატურის მიერ ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ბიზნესმენების ადვოკატი მათ დაკავებას არ გამორიცხავს. პროკურატურის განცხადებით, საქმე ეხება 17 მილიონამდე დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტს. საგამოძიებო უწყების განმარტებით, დანაშაული ითვალიწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტს.

მამუკა ხაზარაძე პროკურატურის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს, იგი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო მანქანა არ აჩერებს მოძრაობს მათ წინააღმდეგ, რომელიც წელიწადნახევარია გრძელდება და ეს ყველფერი მიმართულია ანაკლიის პორტის შესაჩერებლად. ამბობს, რომ ვერ შეაჩერებენ და გაგარძელებს ბრძოლას.

ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს არის პოლიტიკურად განეიტრალების სადამსჯელო ოპერაცია, რომელსაც არანაირი საერთო არა აქვს მართლმსაჯულებასთან. მათი თქმით, ხაზარაძეს აქვს ძალიან სერიოზული რესურსი საერთაშორისო ასპარეზზე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით და ივანიშვილს სურს ამ მიმართულებით გაანეიტრალოს ხაზარაძე. ასევე, ხაზარაძის განცხადება, რომ აქვს სურვილი პოლიტიკაში აქტიურად მონაწილეობის მიღების, რაც გარკვეულწილად შეცვლის პოლიტიკურ ლანდშაფტს და ხელს შეუშლის ხელისუფლებას.

"ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ სტარსბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ივანიშვილს ჰგონია, რომ სრული კარტბლანში აქვს დასალეთიდან და რასაც უნდა, იმას გააკეთებს, პირველი რასაც აკეთებს დაჭერას უპირებს ხაზარაძეს. ეს არის ივანიშივლის პირადი ანგარიშსწორება. ამ საქმეში პოლიტიკის ნაწილი კი არა, მთლიანად პოლიტიკაა. ივანიშვილი პოლიტიკას არ შეცვლის და ხელს შეუშლის ნებისმიერი ახალი ფიგურის გამოჩენას, რომელსაც აქვს ელექტორატის მოზიდვის რესურსი და ჩაერთვება კონკურენციაში. ივანიშვილმა პოლიტიკური ბრძოლა არ იცის, იცის 90-იანი წლების რუსული მეთოდებით ბრძოლა; რა თქმა უნდა, საქმე ეხება ასევე ანაკლიის პორტს, ვითომ აცხადებენ, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობას არაფერი ემუქრება, პირდაპირ ვერ დაარტყამენ, მაგრამ შეაჩერებენ, რაც შედის რუსეთის ინტერესებში და ივანიშვილი ამას ხელს უწყობს" - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×