თამარ შუკვანი
25.07.2019

 გურამიშვილის გამზირზე გუშინ მომხდარ ორმაგ მკვლელობასთან დაკავშირებით ორი ვერსია არსებობს: ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ბიჭები უცნობმა პირმა დახოცა და ადგილიდან მიიმალა. მეორე ვერსიით კი ბინაში მყოფი ორი პირიდან ერთ-ერთს იარაღი გაუვარდა, ან ისროლა, რის შედეგად მისი მეგობარი გარდაიცვალა. ამის შემდეგ კი, თავად სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

24 ივლისს თბილისში, გურამიშვილის 78 ნომერში 20-21 წლის მოკლული ორი ახალგაზრდა შალვა ტყემალაძე და გურამ კოღუა ერთმანეთის მეგობრები იყვენენ. ამის შესახებ მეზობლები „პრაიმტაიმს" უთხრეს.

ადგილობრივებს ამ ეჭვს უმყარებს ის გარემოებაც, რომ ორივე ერთი იარაღით არის მოკლული, თავად ეს იარაღი კი შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებს ადგილზე დახვდათ.

გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ სავარაუდოდ, მაშინ, როდესაც მკვლელობა მოხდა, კორპუსის მაცხოვრებელთა უმეტესობა ეზოში იყო. ისინი პარკირებასთან დაკავშირებულ შეკრებას ესწრებოდნენ. კორპუსი ახალაშენებულია და შესახლება ბოლომდე დასრულებული არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას „კურიერი" ავრცელებს.

მეზობლებმა დეტალების შესახებ არაფერი იციან. მათი თქმით, მომხდარის შესახებ მას შემდეგ გაიგეს, რაც ადგილზე პოლიცია მივიდა. რა გახდა 2 ახალგაზრდის სასტიკი მკვლელობის მიზეზი, ჯერ ისევ დაუდგენელია.

ამასთანავე, როგორც მეზობლებმა "პალიტრავიდეოს" უთხრეს, მოკლულთა გვამები ერთ-ერთი ახალგაზრდას მამამ ნახა. ერთ ახალგაზრდას ტყვია შუბლში აქვს მოხვედრილი.

"მამას უნახავს. ამბობენ, შუბლში აქვთ ტყვია მოხვედრილი. ისეთი კარგი ახალგაზრდები იყვნენ, ცუდს ვერავინ იტყოდაო. 7-8 საათისთვის მოხდა მკვლელობა", - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×