ია აბულაშვილი
25.07.2019

 "პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროცესი ჩაიშლება თუ არა, პროგნოზის გაკეთება ძნელია მმართველობის იმ ფორმაში, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს. ქვეყანაში არის პატრონყმური მმართველობა, გვყავს არაფორმალური მმართველი, მას მოჰყვება პატარ-პატარა არაფორმალური მმრთველები, ყველა უბანს გაუჩნდა პატარუკა ფეოდალები" - აცხადებს პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე ვითარებაზე გაესაუბრა.

"რეზონანსი": როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, პროპორციულ საარჩენო სისეტმაზე გადასვლასთან დაკავშირებით პროცესი ჭიანურდება და არ გამორიცხავენ, რომ შეიძლება საერთოდ ჩაიშალოს; ხელისუფლებამ ან ვადამდელი არჩევნები დანიშნოს, ან 2020 წლის არჩევნები ისევ შერეული სისტემით ჩაატაროს.

თაკო ჩარკვიანი: მიუხედავად იმისა, რომ პროპორციული საარევნო სისტემით არჩევნების ჩატარებას მოითხოვდა ოპოზიცია, მმართველი გუნდი ამას არ თანხმდებოდა, მაშინაც, როცა 200 ათასი ხელმოწერა შევიტანეთ პარლამენტში. მერე იყო საპროტესტო აქციები და ამ ახალგაზრდების დამსახურებაა, რომ ხელისუფლება იძულებული გახდა დათანხმებოდა ოპოზიციის მოთხოვნას. მერე ბიძინა ივანიშვილმა შემოაგდო ნულოვანი ბარიერი, რომელიც მას აწყობდა, როგორც იცის ორ კაპიკს რომ გადაუგდებს თავის გამოჩეკილ პარტიებს. მოკლედ რახან ბიძინამ თქვა პროპორციული არჩევნებიო, კაცმა რომელიც ყველას ყველაფერს კარნახობს, დაწყებული უნიტაზში წყალი როგორ ჩაუშვან, კი ბატონო პრობლემა არ იყო, დათანხმდა ოპოზიცია.

ჩემი პარტიისთვის შეიძლება ნულოვანი ბარიერი მომგებიანია, მაგრამ მიზანი მარტო ის ხომ არ არის დეპუტატებით აღმოვჩნდე პარალმენტში, დეპუტატობა რომ მდომებოდა, აქამდეც როგორმე მოვახერხებდი. ჩემი მიზანი არის დასავლური ტიპის კოალიციური მთავრობის შექმნა, რომელიც დაკომპლექტება პროცესიონალებით და სამშობლოს პატრიორტი ადამიანებით.

მაგრამ ბიძინას ბლოკები არ უნდა, საერთოდ უნდა რომ "გაერთიანებული ოპოზიცია" დაიშალოს. ძალიან კარგად იცის, რომ მისი კონკურენტი მხოლოდ "გაერთიანებული ოპოზიციაა", ისე როგორც ეს იცის "ევროპულმა საქართველომ", რომელსაც სურს, თავად გახდეს ძლიერი ძალა. ამიტომ, ზოგიერთმა ლიდერმა (მთელ პარტიაზე ამას ვერ ვიტყვი) წინსწრებად დაიწყეს "გაერთიანებული ოპოზიციის" დაძირვა, ანუ ითამაშეს ბიძინას თამაში, მაგრამ ბოკერია იმასაც ვერ მიხვდა, ძალიან ჭკვიანი რომ ჰგონიათ, ივანიშვილი მასაც რომ ატყუებს. მან თავისი არასწორი მოძრაობებით ზიანი მიაყენა არა მხოლოდ ამ პროცესს, არამედ საპროტესტო აქციებსაც, შემდგომი განცხადებებით...

ივანიშვილს, უნდა რომ 20 ივნისის მოვლენები შეფასდეს როგორ ამბოხი, ამას ვერ ამტკიცებს, რადგან ეს იყო მართლაც გულანთებული ქართველი ხალხის, ქართველი ახალგაზრდობის გულწრფელი პროტესტი, რაც მოჰყვა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი რომ ნახეს.

ჩაიშლება თუ არა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროცესი, პროგნოზის გაკეთება ძნელია მმართველობის იმ ფორმაში, რომელიც ქვეყანაშია. ჩვენ ფეოდალურ მმართველობაზე უარესი მმართველობა გვაქვს, პატრონყმური მმართველობა, გვყავს არფორმალური მმართველი, მას მოჰვყება პატარ-პატარა არაფორმალური მმართველები, ყველა უბანს გაუჩნდა პატარუკა ფეოდალები.

"რ": "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს როგორ შეაფასებდით. როგორც ჩანს, მას ახალი "მფლობელი" გამოუჩნდა, სააკაშვილის მთავრობის ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი.

თ.ჩ: ოქრუაშვილის განცხადებებში ეჭვს ვერ შევიტან, თუ ეს ადამიანი მართალს ამბობს, ამასაც მალე ვნახავთ. რაც შეეხება ხალვაშს, როგორც ვხედავ, მას მართლაც არაფრის გადაწყვეტა არ შეუძლია. იმედი, რომ არხს დაიბრუნებენ, არა მაქვს და არც "რუსთავი2"-ს უნდა ჰქონდეს, რადგან ივანიშვილი რასაც წაეწევა, ყველაფერს ისაკუთრებს. მაგრამ ღირებულებებს ვერავინ ვერავის ვერ წაართმევს. ერთ პატარა შენობაში იყვნენ და "ვარდების რევოლუციის" მოტივატორები გახდნენ, ამიტომ აქვთ შანსი გახსნან ახალი ტელევიზია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×