ეკატერინე ბასილაია
25.07.2019

 გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის აქციის გამო დააკავეს და ამას ელოდებონდნენ კიდეც. მისი თქმით, მოლოდინი აქვს, რომ მასაც დააკავებენ. 

„კემულარიასთან უნდა შევკრებილიყავით პარტიის წევრები და ჩვენს საქმიანობაზე გვემსჯელა. ირაკლი მანამდე დააკავეს. ველოდებოდით ამ დაკავებას, იმიტომ რომ, ბიძინა ივანიშვილს ფსიქიური აშლილობა სჭირს, გაშმაგებულია, აღარ არის ადეკვატური, ამიტომ ველოდებოდით. გამოკითხვაზე ვიყავი მეც და მეც ველოდები დაკავებას, არაფერი აქ მოულოდნელი არ იქნება,"- ამბობს სანიკიძე.

გუბაზ სანიკიძე ოქრუაშვილის ახლად შექმნილი პარტიის, „გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთი წევრია და როგორც სანიკიძე ამბობს, პარტიის წევრების შეკრება იყო დაგეგმილი და ამ შეკრებაზე წამოსული ოქრუაშვილი გზაში დააკავეს.

ირაკლი ოქრუაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების საფუძველზეა დაკავებული.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×