"კონსტიტუციით უფლება აქვთ 48 საათი დააკავონ, ალბათ ათქმევინებენ რაც იცის და გამოუშვებენ, შეიძლება სამაჯურიც არ დასჭირდეს. ვის სჭირდება ახლა, ოქრუაშვილის დაკავებას დაედოს პოლიტიკური სარჩული?!" - ასე ეხმაურება უფლებადამცველი ლია მუხაშავრია თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას.
"ამ კაცმა ჭკუა ვერ ისწავლა, ინგასთან ინტერვიუ ცუდად რომ აქვს დაცდილი. 2007 წელს გურიაში ვიყავი, როგორც ახლა, სახლზე ჭერი მქონდა გადახდილი, მუშები მყავდა, არც ტელევიზორი მქონდა და მუშებმა მითხრეს, ნახეთ, ქალბატონო ლია, რა ილაპარკა ოქრუაშვილმა პატარაკაციშვილის მკვლელობასთან დაკავშირებითო. მერე "რადიო თავისუფლებიდან" დამირეკეს კომენტარისთვის, ჯერ დაკავებულიც არ იყო მაშინ.
"ამ ბოლო დღეებში ოქრუაშვილმა უამრავი სისულელე ილაპარაკა, ალბათ მართლაც ფლობს რაღაც ინფორმაციას და ათქმევინებენ. ერთხელ ხომ გატყდა, კაცი ერთხელ რომ გატყდება, მერე მისი გატეხვა ადვილია. კონსტიტუციით 48 საათი აქვთ პირის დაკავების უფლება. ინგასთან ერთ საათში იმდენი რამის თქმა მოასწრო, 48 საათში რამდენ რამეს ილაპარაკებს... მერე ალბათ გამოუშვებენ და შეიძლება სამაჯურიც არ დაჭირდეს. ვის სჭირდება ახალა კიდევ ოქრუაშვილის დაკავებას დაედოს პოლიტიკური სარჩული?!" - განაცხადა "რეზონანსთან" ლია მუხაშავრიამ.