რეზონანსი
27.07.2019

 მზე ლომის ზოდიაქოში გადავიდა. როგორი იქნება 2019 წლის აგვისტო ზოდიაქოს ნიშნებისთვის? ამასთან დაკავშირებით ვრცელ პროგნოზს ასტროლოგი ხათუნა ნოელი აკეთებს: 

"23 ივლისს მზე ლომის ზოდიაქოში გადავიდა. ამ ერთთვიან მონაკვეთში, როდესაც მზე ლომის ზოდიაქოს გადის, ყველანი ცოტათი ლომები ვხდებით, ანუ ცოტათი უფრო ნიჭიერები და ამაყები, მაგრამ ზარმაცები. თუ სიზარმაცეს დავძლევთ, ეს პერიოდი შესანიშნავ შესაძლებლობებს მოგვცემს თავის გამოსაჩენად. შეიძლება, რომ ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს ანუ - ვერძებს, მშვილდოსნებს და, რაღა თქმა უნდა, თავად ლომებსაც წარმატებები და ბედნიერება ხვდეს წილად. ეს არ იქნება ბიუჯეტის უზარმაზარი შევსება და ჯეკპოტი, თუმცა კმაყოფილები მაინც დავრჩებით მისი საჩუქრებით. არ არის გამორიცხული, თქვენთვის ეს პერიოდი სასიამოვნო რომანტიკული ნაცნობობის დასაწყისი აღმოჩნდეს!

მამაკაცებს შანსი მიეცემათ, თავიანთი რჩეულების გულის მოსაგებად იყვნენ მეფურად ყურადღებიანნი და გულუხვი, ხოლო ქალბატონებს კი იბრწყინონ საკუთარი მშვენიერების სხივებში. ყველაზე მეტად რომანტიკულ სფეროზე გავლენას ისინი შეიგრძნობენ, ვისაც მზე, მარსი, ან ვენერა ლომის ზოდიაქოში ჰყავთ.

გაუმართლებთ ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებსაც. ტყუპი, მერწყულები სასწორები - ასევე იხეირებენ, განსაკუთრებით ისინი, ვინც შემოქმედებით სფეროში არიან დაკავებულნი. მსახიობების, მხატვრებისა და მწერლებისათვის პროდუქტიული შემოქმედებითი წვის პერიოდი დადგა.

აგრეთვე ძალიან კარგი პერიოდია საზოგადოებაში დადებითი იმიჯის მოსაპოვებლად. პრეზენტაციის ან შოუს მოსაწყობად, პოლიტიკური ნაბიჯებისათვის. ოღონდ ეს ყველაფერი უნდა პომპეზურად გაკეთდეს. ხომ იცით - ლომი ვერ იტანს სისადავეს, მას ყველაფერი მეფური სჭირდება. შეიძლება ითქვას, რომ გაუმართლებთ იმ პოლიტიკოსებს, ვინც მეტად იმუშავებს პიარზე. რაც შეგიძლიათ ეცადეთ გამოიჩინოთ თავი, იბრწყინეთ, შეიფერეთ კომპლიმენტები, იყავით თავადაც დიდსულოვანი და აქეთ სხვები, თუმცა არამცდა არამც ეს პირფერობაში არ უნდა გადაგივიდეთ. რაც მთავარია, ნუ გადავარდებით ამპარტავნებაში და ნუ ჩათვლთ, რომ სამყაროს ცენტრი ბრძანდებით.

კოსმოსმა ეტყობა გადაწყვიტა ამოგვასუნთქოს იმ დაძაბულობების მერე, რაც დაბნელების დერეფანში გამოვიარეთ. ამიტომ ბოლომდე და აქტიურად გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა. გისურვებთ წარმატებებს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×